
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ბენისის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითის ჩრდილო-დასავლეთით, ნასოფლარ ბენისის ტერიტორიაზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX საუკუნით. ეკლესიის ეზოს შემოვლებული ჰქონდა რიყის ქვით ნაგები გალავანი. მისგან მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. ეკლესია ინტერნეტში შეცდომით წმ. გიორგის სახელით არის მოხსენიებული.
ეკლესია დარბაზულია, დგას გალავნის ჩრდილოეთ კედელთან. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს დასავლეთით და სამხრეთით. ორივე კარი შიგნიდან თაღოვანია, გარედან არქიტრავული. თაღების შემადგენელ ქვებზე მოწითალო ფერის საღებავით ქვის წყობის სხივისებური იმიტაციაა გამოყვანილი. სარკმლის ქვემოთ კედელთან შირიმის ქვით ნაწყობი სატრაპეზო ქვა დგას.
აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხევლის სარკმელთან, კედელში ჩასმულია ორი რელიეფური ფილა. პირველი ფილა სარკმლის ზედანია, რომელზეც თაღია ამოკვეთილი. ფილის ღერძზე ერთიმეორის თავზე, ორი ერთნაირი, მაგრამ სხვადასხვა ზომის ეკლესიის მოდელია გამოსახული. ფილის მარჯვენა ნაწილებში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით ხელში, მარცხნივ - კტიტორი, რომელსაც ზედა მოდელი უჭირავს და ღვთისმშობლისკენ აქვს გაწვდილი. კტიტორსა და ღვთისმშობლის ორივე მხარეს, ოდნავ ზემოთ, ანგელოზებია; მარჯვენა ანგელოზი თავისი სამოსელის ბოლოთი ლათინური s-ისებრი მოხაზულობის ფოთლოვანი ელემენტითაა გადაბმული. ასეთივე ფოთლოვანი მოტივის კვალი შეინიშნება ფილის მარცხენა არეში, ანგელოზის ქვემოთ. ფილის თავისუფალ არეებზე და ეკლესიის მოდელებზე ნუსხური წარწერებია, რომლებიც დაზიანებულია და ძნელად გასარჩევია. მხატვრუ-სტილისტური ნიშნებით, აგრეთვე ეპიგრაფიკული მასალის საფუძველზე, ფილები X საუკუნის მეორე ნახევრით შეიძლება დათარიღდეს. ორივე ფილა ეკლესიის კედლებში შეკეთების დროსაა ჩასმული. ამ ფასადზე ფრონტონის ჩრდილოეთ ქანობზე შემორჩენილია თაღების მწკრივით დამუშავებული შირიმის ლავგარდნის რამდენიმე ქვა.
წარწერის შინაარსი შემდეგია "ქრისტე ღმერთო ...გებისაო რომელსა გაქუს ხელმწიფება წმიდისა და ძეო ყოვლისა ყოველთა ...წმიდაო ღვთისმშობელო მარიამ შეიწყალე ...."
"წმიდაი თევდორე,გიორგი"
წარწერის წაკითხვა ვალერი სილოგავას მიხედვით. პ.ს.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
კეთილმოწყობილი კოტეჯი Free Feel Continental-ი ატენის ხეობაში, სოფელ ქვემო ბოშურში მდებარეობს . განთა...
250.00 ₾ კაცზე
დაჯავშნაკოტეჯი მდებარეობს დაბა სურამში, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით. მისი ...
170.00 ₾ კაცზე
დაჯავშნაგაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა