დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ბინაძორის კომპლექსი

ბინაძორის კომპლექსის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ბინაძორის კომპლექსი ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში მდებარეობს. იგი XVI-XVII საუკუნეების ძეგლია. კომპლექსი მოიცავს ეკლესიასა და ორმაგ გალავანს. ბინაძორის ანსამბლის ცენტრში აღმართულია ორსართულიანი დარბაზული ეკლესია, რომელსაც სამრეკლოს ფანჩატური აქვს დადგმული. პირველ სართულზე არსებული დარბაზული ეკლესიის დასავლეთ კედელში კარია გაჭრილი, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში კი - სარკმლები. საკურთხევლის აფსიდის იატაკი ორი საფეხურითაა ამაღლებული. ჩრდილოეთ კედელში, საკურთხევლის მახლობლად სანათლავია მოწყობილი. ტრიუმფალური და კამარის მზიდი შეკიდეული თაღები პროფილირებულ იმპოსტებს ეყრდნობა და სუფთად ნათალი ტუფის ქვათლილობითაა გადაყვანილი. მეორე სართული თაღოვან-კამაროვანი სივრცეა მარტივი ჯვრის გეგმარებით, რომლის ცენტრში გუმბათქვეშა კვადრატი იქმნება. კვადრატს ათსვეტიანი ფანჩატური ეყრდნობა. კვადრატიდან წრეზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. ფანჩატურის ქვეშ არსებული თაღები ტუფის ნათალი ქვითაა გადაყვანილი და წაისრული ფორმა აქვთ, ისინი პროფილირებულ იმპოსტებს ეყრდნობიან. ამ თაღებს ზევით აგურით გადაყვანილი თაღების კიდევ ორი რიგია. ჯვრის ოთხივე მკლავში შეწყვილებული ფართო სარკმლებია გაჭრილი. ბრტყელი, ქართული აგურით ნაგები ფანჩატური აგურითვეა გადახურული და თაროსებრი, პროფილირებული კაპიტელებითა და მსხვილი ბაზისებით გაფორმებულ ათ სვეტს ეყრდნობა. ტაძრის კორპუსის ლავგარდნები ქვაშია ნათალი და სადადაა პროფილირებული. ეკლესიის კარი - ე.წ. სელჯუკური სწორკუთხა პორტალი, ორნამენტებითაა შემკული და მდიდრულად გაფორმებული ნახევარწრიული ტიმპანი აქვს. ტიმპანზე ვარდული, სომხური წარწერა და აგების თარიღია ამოკვეთილი. შენობის აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარკმლები მარტივად პროფილირებული, გადანაკეცებიანი თავსართებითაა გაფორმებული. სამხრეთ ფასადზე ცალკე ფილაზე ამოკვეთილი მზის საათია ჩადგმული. ეკლესია ნაგებია ნამტვრევი ღვინისფერი ქვით, კარ-სარკმლის საპირეები, ფანჩატურ სვეტები და კარნიზები სუფთად ნათალი ყვითელი ტუფისაა. ტაძარში და მის გარეთ გვხვდება მრავალი ხაჩკარისა და საფლავის ქვის ფრაგმენტები. ეკლესიას ერტყმის გალავანი, რომელიც რთული სასიმაგრო ნაგებობაა. გალავნის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში აგებულია კამაროვანი კარიბჭეები. კარიბჭეებს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან თითო სწორკუთხა იზოლირებული ოთახი ეკვრის. აღნიშნულ გალავანს აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მეორე - სათოფურებიანი გალავანი საზღვრავს, რომლის კუთხეებშიც მრგვალი ბურჯებია ჩადგმული. სამხრეთის კედელი ორივე გალავანს საერთო აქვს. გალავანში თიხის მილებით წყალსადენია შეყვანილი.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები ქვემო ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბინაძორის კომპლექსი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!