
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ბობნევის იოანე მახარებლის ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, სოფელ ბობნევის განაპირას.
ბობნევის იოანე მახარებლის ეკლესია აშენებულია 1661-1683 წლებში. სამხრეთ ფასადზე და ფრესკებზე შემორჩენილი წარწერებით ირკვევა, რომ ეკლესია ააგო და მოახატვინა მიტროპოლიტმა იოსებ თბილელმა (სააკაძემ).
ეკლესია შიგნიდან მოხატულია. კამარის ცენტრში ექვსფრთედებსა და წინასწარმეტყველთა შორის გამოსახულია ქრისტე-პანტოკრატორი. საკურთხევლის მოხატულობა დაყოფილია სამ რეგისტრად. პირველ რეგისტრში გამოსახულია ვედრება, მეორე რეგისტრში - მოციქულთა ზიარება, მესამე რეგისტრში - ეკლესიის მამანი. სარკმლის ქვემოთ მაცხოვრის წელზედა გამოსახულებაა. მხატვრობა დასრულებულია ორნამენტული ზოლით (დაშვებული ფარდა). დარბაზის მოხატულობა ოთხ რეგისტრად იყოფა. სამხრეთ კედელზე, პირველ რეგისტრში, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, გამოსახულია ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმს შესვლა, ჯვარცმა; მეორე რეგისტრში - მაცხოვრის გამოცხადება მარიამის წინაშე, მიძინება, ფერისცვალება; მესამე რეგისტრში მარტვილთა ბიუსტებია მედალიონებში; მეოთხე რეგისტრში გამოსახულია სამნი ჭაბუკნი სახმილსა შინა, მოსე სინას მთაზე. კედლის დასავლეთ მონაკვეთში იოსებ თბილელის გამოსახულებაა (აქვეა ეკლესიის მოხატვის თარიღისა და ქტიტორის ვინაობის შემცველი წარწერის ფრაგმენტები). კარის აღმოსავლეთ წირთხლზე მთავარანგელოზის ფიგურაა. დასავლეთ კედელზე, პირველ რეგისტრში, გამოსახულია ხარება, მეორეში წმ. დედანი, მათ შორის, ცენტრში კონსტანტინე და ელენეა ჯვრით ხელში. მომდევნო ორი რეგისტრი დათმობილი აქვს ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებებს. ამავე კედლის სარკმლის ჩრდილოეთ წირთხლზე გამოსახულია წმ. კოზმა. ჩრდილოეთ კედელზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ: პირველ რეგისტრში – სულიწმინდის მოფენა, ამაღლება, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა; მეორე რეგისტრში ნათლისღება, შობა, მირქმა; მესამე რეგისტრში – იოანე ნათლისმცემელი, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთა, წმინდანთა ბიუსტები მედალიონებში; მეოთხე რეგისტრში - 40 სებასტიელი მოწამე და ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებები. დარბაზის მთელ სიგრძეზე მხატვრობას დაუყვება ორნამენტული ზოლი (ფარდა). წმინდანებს ახლავს დაზიანებული წარწერები ქართულ და ბერძნულ ენებზე. შენობის ორფერდა სახურავი გადახურულია კრამიტით.
საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობაში დაშვებული მექანიკური შეცდომის გამო/შემდეგ ხშირად ამ ეკლესიას იოანე ნათლისმცემლის ეკლესიადაც მოიხსენიებენ.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა