
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ბოჭორმის ციხე-კომპლექსი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ციხის აგების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. წერილობით წყაროებში იგი პირველად X საუკუნეში იხსენიება. ბოჭორმის ციხე X საუკუნეში მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო, ის ასევე კახეთის პოლიტიკურ ცენტრსაც წარმოადგენდა. 914 წელს ციხე დროებით არაბებმა დაიკავეს. გარკვეული დროის მანძილზე, კახეთის სხვა მნიშვნელოვან ციხეებთან ერთად, ბოჭორმას ბაგრატ IV ფლობდა, თუმცა მალე იძულებული გახდა იგი უჯარმასთან ერთად განძის ამირა ფადლონის საფასურად კახეთ–ჰერეთის მეფე აღსართანისათვის დაეთმო. XVIII საუკუნეში ციხის მნიშვნელოვანი ნაწილი ერეკლე II–მ აღადგინა. 1747 წელს ერეკლე II–სა და ტახტის მაძიებელ აბდულ–ბეგს შორის ბრძოლა გამწვავდა და მეფე ბოჭორმის ციხეში გამაგრდა. ბოჭორმის ციხე XVIII საუკუნემდე მოქმედი იყო. ბოჭორმის ციხემ საუკუნეთა მანძილზე მრავალი ცვლილება განიცადა და ჩვენამდე ძალიან დაზიანებული სახით მოაღწია. კომპლექსი მოიცავს გალავანს, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასა და თავდაცვითი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს. ბოჭორმის ციხე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კულტურულ ისტორიული ძეგლია.
ბოჭორმის ციხე-სიმაგრის კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, ესენია: გალავანი, წმ. გიორგის ეკლესია, სასახლე და თავდაცვითი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები. ციხის კედლები მთის რთულ რელიეფს მიუყვება. იგი ორი ნაწილისაგან შედგება, მთავარია შიგა ციხე, რომლის სამხრეთ ნაწილში სასახლის ნანგრევებია შემორჩენილი. ციხეს შესასვლელი აღმოსავლეთის მხრიდან აქვს. სიმაგრის კედლებში ჩართულია კოშკები. სასახლე ნატეხი ქვით ნაგები გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა და ნაწილობრივ ფერდობშია შეჭრილი. იგი სხვადასხვა ფართობის ორი ოთახახისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან კარითაა დაკავშირებული. ნაგებობას სამხრეთიდან ორი ფართო შსასვლელი აქვს. ციხის შუაში დგას ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი - X სასაუკუნის ექვსაფსიდიანი, ცენტრალურ-გუმბათიანი ეკლესია. ტაძრის ცენტრალური სივრციდან სხივისებურად იშლება აფსიდით დასრულებული ექვსი მკლავი. თითეული აფსიდის წინ ბემაა. საკურთხევლის წინ მდებარე ბემა დანარჩენებზე გაცილებით ღრმაა, რის გამოც საკურთხევლის აფსიდი შენობის კორპუსიდან ნაწილობრივ გამოწეულია და გარედან სამწახნაგოვანი შვერილით იფარგლება. თითეული მკლავის სივრცე გუმბათქვეშა სივრცისგან გამიჯნულია ორი მარტივი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით. შესასვლელი ორია - სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის აფსიდებში. ორივე შესასვლელს კარიბჭე ეკვროდა, შემორჩენილია მხოლოდ სამხრეთ-დსავლეთის კარიბჭე. ეკლესიის ინტერიერი მთლიანად მოხატულია. ფრესკები დაზიანებულია, თუმცა თითქმის ყველა კომპოზიცია გაირჩევა. ტაძარი ნაგებია შირიმითა და მომწვანო ფერის ქვიშაქვით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა