დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ბოდორნის ეკლესია

ბოდორნის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ბოდორნის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოდორნასთან ახლოს მდებარეობს. იგი XV საუკუნით თარიღდება. ტაძრის სამხრეთ ფასადის წარწერა გვამცნობს, რომ ამ ადგილას მდგარი დანგრეული ეკლესია 1417 წელს არაგვის ერისთავის შვილს მიტროფანეს და სახლთუხუცეს ქაიყუბათ კობიაშვილს განუახლებიათ. მოგვიანებით ქაიყუბათის შვილმა ეკლესიას სამხრეთიდან მცირე სამლოცველო მიაშენა, რომელიც დღესდღეობით აღარ არსებობს. 1912 წელს ტაძარი საფუძვლიანად შეაკეთეს. ბოდორნის ეკლესია კუპელჰალეს ტიპის ნაგებობას წარმოადგენს. შესასვლელი ორია - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთის შესასვლელს შეისრული მოყვანილობა აქვს, მის ზღურბლში ჩატანებულ ქვიშაქვის ფილაზე კი შვიდსტრიქონიანი მხედრული სამშენებლო წარწერაა. ეკლესიის დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, რომელიც ორი საფეხურითაა შემაღლებული. საკურთხეველი დარბაზისგან რიყის ქვით ნაგები, შელესილ-შეთეთრებული კანკელითაა გამოყოფილი. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხორციელდება. ნაგებობას ოთხივე მხარეს თითო სარკმელი აქვს. ინტერიერი შელესილია. ტაძრის გარე მასები არ შეესაბამება შიდა სივრცის გადაწყვეტას. გუმბათის ყელის სამხრეთითა და ჩრდეთით გვერდის "მკლავების" ორკალთიანი სახურავებია მოწყობილი, რაც მას ჯვარ-გუმბათოვანის იერს ანიჭებს. აღმოსავლეთ ფასადზე აგურის წყობის შეწევით გამოყვანილი სამი საკმაოდ დიდი ზომის ჯვარია, დანარჩენი ფასადები კი მოურთველია. გუმბათის ყელის თითოეულ წახნაგზე ორსაფეხურიან, შეისრული ფორმის ნიშებში ვიწრო და მაღალი სარკმლებია გაჭრილი, რომლებსაც ნახევარწრიული თაღები აქვთ. გუმბათი ასევე დეკორირებულია ლილვებითაც. ფასადებს მარტივი სამსაფეხურიანი ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია რიყის ქვითა და აგურით, წყობა ძირითადად შერეულია, მხოლოდ ჩრდილოეთ კედელზე გვხვდება ქვისა და აგურის რიგების წესიერი მონაცვლეობა, გუმბათის ყელი კი მთლიანად აგურისაა.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბოდორნის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!