
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ბორას საყდარი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში მდებარეობს. ეკლესია ცნობილია აგრეთვე ბოძის საყდრის სახელით. იგი, სტილისტური ნიშნების მიხედვით, X საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. შესასვლელი ერთია - სამხრეთით, იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი - თაღოვანი. საკურთხევლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის პასტოფორიუმია განთავსებული. დამხმარე სათავსები აფსიდს ვიწრო და მაღალი გასასვლელებით უკავშირდება. ეკლესია გადახურული იყო ცილინდრული კამარით (გადახურვა ჩანგრეულია). გრძივი კედლების შუაში შემორჩენილია მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილი კამარის საბჯენი თაღის ქუსლები. ეკლესიას სამი სარკმელი აქვს - აფსიდში და სადიაკვნესა და სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედლებში. კიდევ ერთი სარკმელი ეკლესიის ჩრდილოეთ კედელში ყოფილა, რომელიც ამჟამად ამოშენებულია. საკურთხეველში შემორჩენილია წაქცეული ტრაპეზის ქვა და მის მაგივრად მოგვიანებით ქვითკირით აშენებული ტრაპეზი. ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა, მოხატულობა შემორჩენილია ფრაგმენტული სახით. ფრესკები XI-XII საუკუნეებით თარიღდება. კონქში ტახტზე მჯდომი ქრისტესა და ქერუბინების მონუმენტური კომპოზიცია გაირჩევა. მაცხოვრის ტახტი მორთულია მსხვილი, სწორკუთხა ფორმის ლურჯი ქვებით, ხოლო ფეხსადგამი – მარგალიტებით. მეორე რეგისტრში ეკლესიის მამების ოთხი წელსზედა გამოსახულებაა. მხატვრობა ქვემოთ ფართო ორნამენტული ზოლით სრულდება. მოხატულობა ასევე შემორჩენილია აფსიდის სარკმლის წირთხლებსა და კარის ღიობის თაღში. ფასადები სრულიად სადაა. ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან თაროსებრი ლავგარდნის ფრაგმენტია შემორჩენილი. ეკლესია ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი ნატეხებით. ტაძარს შემოვლებული ჰქონია რიყის ქვის გალავანი, რომლისგანაც მცირე ფრაგმენტებია გადარჩენილი.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა