
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ბრუტსაბძელი — მწვერვალი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთი ტოტის — ჯავის ქედის დასაწყისში, მდინარეების ფაწისა და ჯომაგდონის წყალგამყოფ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3670 მ. აგებულია ქვედაცარცული ქვიშაქვებითა და ფიქლებით. წარმოადგენს მცირე მყინვარებიან კლდოვან პირამიდას. კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით. ბრუტსაბძელს შიდა ქართლის მოსახლეობა იალბუზსაც უწოდებს. იგი ძველი ქართლის საკულტო მწვერვალი იყო. მასზე აღმოჩენილია ხის ნაგებობა — ალბათ, განდეგილის თავშესაფარი. ბრუტსაბძელზე პირველი ალპინისტური ასვლა მოეწყო 1929 წელს.
თეიმურაზ ბატონიშვილს ბრუტსაბძელის მთა შეჰყავს იმ შვიდი მთის სიაში, რომლებთანაც დაკავშირებულია ქართული მოდგმა. შესაბამისად ამ მთებს უკავშირებს ქართველთა მთავარი კერპის — ბოჩის შვიდ ხელს.
„ პირველი არს შიდა ქართლისა მამულსა შინა ცხინვალისა ანუ ქრცხინვალის ხეობისა თავსა მთაჲ კავკასიური, რომლისა თავი მარადის საუკუნჲთა თოვლითა არიან დაფარულ და გარემო კერძოთა მისთა კლდენი საშინელნი. ესე მთა იწოდების ბრუტ-საბზლად და არს ესე ერთი შვიდთაგანი კავკასიისა მთათაგან, ვინაჲდგან ჰქონან კავკასიასა შვიდნი უმაღლესნი მწვერვალნი სხვათა ყოველთა მთათა მისთა ზედა; და მათ ზედა მყინვარნი საუკუნენი მუფვლებენ სამარადისოდ. ხოლო მთაჲ ესე ბრუტ-საბზელი თქმულ-არს საბზლად ციკლოპისა ბრონტოსისად.
იტყვიან ჯაჭვითა დაბმულსა მუნ ტარტაროზსა, რომელსა თანაცა შეკრბებოდეს წლითი-წლად დღესა ერთსა აღნიშნულსა დემონნი და გრძნეულნი კაცნი ყოვლისა კიდით ქუეყანისა და ჰყოფდენ მისთანა დღესასწაულებასა და შესწირვიდნენ მას მსხვერპლსა და მიიღებდენ სწავლასა საგრძნეულოსა ხელოვნებისა მათისასა მისგან.
ფოტოები გადაღებულია ერთაწმინდიდან, სამწევრისიდან, წედისის ციხიდან, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიიდან გორის გვირაბის მიმდებარედ.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა