
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ბურნაშეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბურნაშეთის სასაფლაოზე. სოფლის ძველი დასახელება ბოჟანოა. „დასტურლამალის“ მიხედვით ბოჟანო სამეფო სახასო სოფელი ყოფილა.
ბურნაშეთის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას. იგი მე-10 საუკუნეში აგებულია დამუშავებული ქვის კვადრებით. დარბაზის სივრცე აღმოსავლეთით შემოფარგლულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც ორი ოთხკუთხა ნიშია: ჩრდილოეთით და სამხრეთით. ტრაპეზის ქვაზე წრეში ჩაწერილი ჯვარია ამოკვეთილი. სარკმლის ქვეშ ჯვრის გამოსახულებიანი ქვაა, რომელზეც ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. აფსიდის იატაკი სამი საფეხურით არის აწეული ეკლესიის იატაკიდან. ერთ-ერთ საფეხურად ჩუქურთმიანი ქვაა გამოყენებული.
აფსიდის თაღზე, მარჯვენა მხარეს ქვითხუროს/მშენებელი ოსტატის ბარელიეფია რომელიც შეცდომით ქტიტორად იყო მიჩნეული.
აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმელის საპირეზე ასომთავრული წარწერის ფრაგმენტია შემორჩენილი, რომელშიც მოიხსენიება ,,ცოდვილი იოანე". ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი.
არქიტრავზე ოთხკუთხა ჩარჩოში მოთავსებულია ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოიხსენიება ჯვრის მონასტრის წინამძღვარი იოანე, გიორგი და სვიმონ მანხეკელი(?), გვალეშაისძე, გაშატაისძე. წარწერების შუაში მოჩუქურთმებული თაღოვანი ორნამენტი და სამი ჯვარია გამოსახული. თაღოვანი სარკმლები დატანილია აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლებზე. ეკლესია გადახურული ყოფილა ლორფინებით.
ტაძარი დღეს სასწრაფო რესტავრაციას მოითხოვს, ის უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან იგი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა ააგებინა, ქვის ხელოსანმა კი თავისი გამოსახულება დაგვიტოვა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა