
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ბზვანის მღვიმე იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზვანის მიდამოებში მდებარეობს, ზღვის დონიდან 388 მეტრზე. ადგილობრივი მოსახლეობა მღვიმეს „ნავარსკვლავებს“ ან „საქაჯეს“ ეძახის. მღვიმის სიგრძე 450 მეტრია. იგი თავიდან 4 მეტრიანი ჭის სახით იხსნება და მასში ჩაღწევა 10 მეტრიანი ნაპრალის გავლითაა შესაძლებელი. მღვიმე აღმოაჩინა და პირველად აღწერა მეკლდეურმა რომან კაჭკაჭიშვილმა, XX საუკუნის ბოლოს. ვანის მუნიციპალიტეტში ბზვანის მღვიმის აღმოჩენამდე ცალკე კარგად გამოკვეთილი კარსტული მასივი არცერთ სამეცნიერო ლიტერატურაში არ იყო მოხსენიებული. სოფელ ბზვანის ტერიტორიაზე არსებული კარსტული რელიეფი თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტემენტის ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა შეისწავლა გეოგრაფიის დეპარტამენტის მაგისტრებთან ერთად. ადგილს, სადაც კარსტული მღვიმე მდებარეობს ბზვანის კარსტული მასივი შესაძლოა ეწოდოს, რადგან ამ სოფელში არის, როგორც კარსტული რელიეფის რამდენიმე საინტერესო ფორმა, აგრეთვე მიწისქვეშა მდინარეები და ვერტიკალური ჩასასვლელით წარმოდგენილი კარსტული მღვიმე. ბზვანის მღვიმე გამორჩეულია სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით და ეგზოტიკური, ნაღვენთი ფორმებით.




ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობათ, ბზვანის მღვიმეში ჩასვლაშესაძლებელია თუ არა,ექსკურსიით მოვდივართ ვანში და მაინტერესებს.
გამარჯობა, სპეციალური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია ჩასვლა ხომ?