
Lost Ridge Inn, Brewery & Ranch - სასტურმრო, კრაფტ ლუდსახარში და საცხენოსნო რანჩო "მიკარგული ქედი"
200.00 ₾ / ღამე
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ჭაჭუნას ეროვნული პარკი - მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ქიზიყში. წარმოადგენს წარსულში ჭაჭუნის სახელმწიფო სატყეო მეურნეობის ბაზაზე დაარსებულ დაცულ ტერიტორიას. აღკვეთილის საერთო ტერიტორია 5200 ჰექტარია და მდინარე იორის ნაწილს მოიცავს. იგი თბილისიდან 175 კილომეტრითაა დაშორებული.
ჭაჭუნას ეროვნულ პარკში გვხვდება ქვიშები, ქვიშაქვები, თიხები ვულკანური ფერფლის შრეებით, რიყნარები. პარკის ნაწილი კირქვული კონგლომერატებითაა აგებული.
ეროვნული პარკის ტერიტორია მრავალფეროვანი ფლორით, ტუგაის ტიპის ჭალის ტყით, არიდული ნათელი ტყეებით, ნახევარუდაბნოებითა და სტეპური მცენარეულობით ვიზიტორებს სალაშქრო, საგანმანათლებლო და ფრინველებზე დაკვირვების ტურებს სთავაზობს. ტერიტორიაზე ასევე შესაძლებელია სპოტულ-სამოყვარულო თევზაობაც.
ჭაჭუნას ეროვნული პარკში საკმაოდ მრავალფეროვანი ფლორაა. მდინარე იორის გაყოლებაზე ტუგაის ტიპის ჭალის ტყე იზრდება, ხოლო მის მიმდებარე გორაკებზე და ტერასებზე სხვადასხვა სახის არიდული ნათელი ტყეების, ნახევარუდაბნოსა და სტეპური მცენარეულობის ფრაგმენტებია წარმოდგენილი. ჭალის ტყეებში აბსოლუტური დომინანტი მთრთოლავი ვერხვია . ასევე უმნიშვნელო რაოდენობით გვხვდება ჭალის მუხა, საკმლის ხე - საღსაღაჯი და წნორი.
აქ იშვიათ და გადაშენების პირას მისულ და ენდემურ სახეობებს ვხვდები, ასეთებია: ქართული ზამბახისა და ეიხლერის ტიტას უმშვენიერესი ყვავილობა იხილოთ.
მრავალფეროვანი და მდიდარია ჭაჭუნის ფაუნა. მწერებიდან მრავლად არიან კალიასებრნი. გავრცელებულია ფალანგა და მორიელი. ქვეწარმავლებიდან ხმელთაშუაზღვის კუ და ჩვენი ფაუნის ყველაზე შხამიანი გველი – გიურზა გვხვდება. აქ ფრინველების 82 სახეობაა, ხოლო 10 სახეობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შესული. ფრინველთაგან ბევრია: ქედანი, გვრიტი, შევარდენი, მიმინო, კაჭკაჭი, კაკაბი, ბექობის არწივი. ჭაჭუნის კირქვული წარმოშობის კლდეებში არსებული გამოქვაბულები ორბების და ფასკუნჯების საბუდარია. ღვიის ხეებზე ბუდობს სვავი. ჭაჭუნა მნიშვნელოვანია ულამაზესი ფრინველის დურაჯის პოპულაციითაც. ძუძუმწოვრებიდან ჭაჭუნაში რამდენიმე სახეობის მღრღნელი, ტურა, მელა, კურდღელი, ლელიანის კატა, ფოცხვერი, მაჩვი და გარეული ღორი ბინადრობს.
2011 წელს აღკვეთილის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ივრისპირეთის ექსპედიციის წევრებმა ნამარხი ფაუნის პალეონტოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინეს.
200.00 ₾ / ღამე
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
ძალიან კარგია
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაჭაჭუნას აღკვეთილში კარავში დარჩენა თუ შემიძლია?
მოგესალმებით დიტო. დიახ, შეგიძლიათ. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 595 03 96 28- ნათია