
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
წმ. გიორგის ეკლესია, დგას სოფელ ჭერემის ცენტრში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. შენობის გარეთა კუთხეები გაცილებით მოზრდილი, მეტნაკლებად დამუშავებული ქვებითაა ამოყვანილი. გარედან კარ - სარკმელთა ღიობები გამოყვანილია შირიმისა და ქვიშა ქვის სუფთად ნათალი ქვებით. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთ კარი (ამოქოლილია) სწორკუთხაა და გარედან საფეხურით შეღრმავებულ, ნახევარწრიული თაღით დასრულებულ არეშია ჩასმული. თაღის მალი შეღრმავების სიგანესთან შედარებით გაცილებით ნაკლებია და ქვიშაქვის იმპოსტებს ეყრდნობა, რომელთა პროფილს თარო, ლილვი და ოდნავშეზნექილი ზედაპირი შეადგენს (მსგავსი პროფილისაა ეკლესიის დანარჩენი იმპოსტებიც). შესასვლელი შიგნითაც სწორკუთხაა. მის თავზე მოწყობილია ნახევარწრიული ტიმპანი. დასავლეთ კარი, რომელიც მოგვიანებით ოდნავ დაუვიწროვებიათ, ორივე მხრიდან ხის მოზრდილი ძელებითაა გადახურული – თარაზულად.
ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე, დასავლეთ კედელზე დაშენებული ყოფილა პატარა სამრეკლო (შემორჩენილია საფუძველი). 2010 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ძეგლზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. გაკეთდა ქვის საფეხუროვანი ლავგარდანი, ეკლესია გადაიხურა კრამიტით.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა