დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ჭერემის წვეროდაბალის წმ. გიორგის ეკლესია

Cheremi St. George\'s Church Cheremi St. George\'s Church Cheremi St. George\'s Church Cheremi St. George\'s Church Cheremi St. George\'s Church Cheremi St. George\'s Church Cheremi St. George\'s Church Cheremi St. George\'s Church Cheremi St. George\'s Church Cheremi St. George\'s Church

ჭერემის წვეროდაბალის წმ. გიორგის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

წმ. გიორგის (წვეროდაბალის) ეკლესია, მდებარეობს თანამედროვე სოფელ ჭერემის აღმოსავლეთით 3.5 - 4 კილომეტრზე, წვეროდაბალის ბორცვის აღმოსავლეთ ნაწილში, შემაღლებულ ადგილას. არქიტექტურული ძეგლი განეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას. ის სტრუქტურული თვალსაზრისით სამეკლესიანი ბაზილიკაა და როგორც ჩანს, პროექტითაც ასე იყო გააზრებული. თუმცა ამ ტიპის სანიმუშოდ აღიარებული ნაგებობებისგან რამდენადმე განსხვავდება, რაც როგორც ეს ეკლესიის გაწმენდის შემდეგ გაირკვა მშენებლობის პროცესშივე მიღებულმა ცვლილებებმა განსაზღვრა. შენობის აგებულებასა და თარიღთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე მოსაზრება: გ. ჩუბინაშვილი მას სამეკლესიიან ბააილიკად მიიჩნევს და VI-VII საუკუნეების მიჯნით ათარიღებს. მისი აზრით იგი ერთდროულად, ერთიანი გეგმის მიხედვით აგებული ნაგებობაა.

სამხრეთ მინაშენის დასავლეთ ნაწილი, როგორც ჩანს, კარიბჭეს წარმოადგენდა – ორმალიანი თაღოვანი შესასვლელით სამხრეთიდან. კარიბჭის სამხრეთ კედელი დანგრეულია. შემორჩენილი ნაწილები ნაგებობის ძირითადი ნაწილისგან, როგორც საშენი მასალით, ისე წყობის ხასიათითაც მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. მინაშენი გადახურული იყო კამარით, რომლის ჩრდილოეთ ქუსლი მთავარი ეკლესიის კედლიდან გამოშვერილ კონსოლებს ეყრდნობოდა. მსგავსი კონსოლებია შემორჩენილი მთავარი ეკლესიის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზეც.

აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილი იყო დაკბლილული ლავგარდნის ორი ქვა, ხოლო ერთი ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხეში. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმელი გაწყობილია ნალისებრი თავსართით, რომელსაც ბოლოებში თარაზული გადანაკეცები აქვს. იგი შედგება ორმაგი გრეხილი ლილვისგან. რესტავრაციის დროს გაირკვა, რომ თავსართი ჩვეულებისამებრ სარკმლის გადამსერავ ქვაში კი არ არის გამოკვეთილი, არამედ მასზეა მიმაგრებული – ლურსმნებით.

ეკლესიის სამხრეთით, ხუთიოდ მეტრზე შემორჩენილია ზღუდის ნაშთი, მისგან სამხრით კი, დაახლოებით იმავე მანძილზე – ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით ნაგები შენობის ნაშთები –სამ რიგად, ერთი - მეორის გასწვრივ. განლაგებული სამ-სამი კვადრატული (1 მ * 1 მ) სვეტი.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ჭერემის წვეროდაბალის წმ. გიორგის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!