
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ჩიხის ციხე და ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხის მიმდებარედ, ძველ ნასოფლართან სასაფლაოს ტერიტორიაზე.
ჩიხაში მაღალი მთის კალთაზე შემორჩენილია XII საუკუნის ციხე, რომლის გალავნის შიგნით კოშკია აღმართული. გალავანი გეგმაში ოვალურია. დღეისათვის შემორჩენილია ნანგრევების სახით. დაზიანებულია ოთხკუთხა კოშკიც, რომელსაც სქელი კედლები ჰქონია. გალავნის კედლები და კოშკი ნაგებია მუქი რუხი ქვით კირხსნარზე. გალავნის წყობაში ქვაყორეც ურევია. გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთით კუთხეში დგას მცირე ზომის ერთნავიანი დარბაზული, ჩიხას წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია . გალავანშიც და ეკლესიაშიც შესასვლელი გზა სამხრეთ-დასავლეთიდანაა.
ღვთისმშობლის ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა და ტყით შემოსილ მცირე გორაკზე დგას, ოთხკუთხა კოშკის ნანგრევის გვერდით. აგებულია ქვითკირისაგან. დასავლეთის კარი და კარნიზები (ნაწილობრივ) ძვირფასი ჩუქურთმებითაა შემკული. ეკლესია XI-XII საუკუნეებშია აგებული. მის დასავლეთ შესასვლელის ტიმპანზე ორ ტრიქონად ასომთავრული წარწერებია ამოკვეთილი. ტიმპანი ნახევარწრიული ფორმის ქვის ფილაა, რომელიც ორ ნაწილადაა გაპობილი. ფილის ცენტრში, ზემოთ ტოლმკლავიანი ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა წარმოდგენილი. წარწერა ჯვრის გამოსახულების ორივე მხარესაა შესრულებული და განკეთილობის ნიშნები არ ახლავს. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ეკლესია XII საუკუნით თარიღდება.
IX საუკუნის ბოლოსათვის, „მატიანე ქართლისას“ თხზულებაში ჩიხას საერისთავო აღარ მოიხსენიება. ერისთავის რეზიდენცია შორაპანში გადავიდა და მასში იგივე არგვეთი და რაჭა შედიოდა. X საუკუნეში რაჭა ცალკე საერისთავოდ ჩამოყალიბდა. ამ დროიდან ჩიხა-მარგვის საერისთავო შორაპნის საერისთავოდ იწოდებოდა. საუკუნეების განმავლობაში აქ ერისთავებად ჩხეიძეები ისხდნენ. ჩხეიძეების იყო ციხე ქალაქი შორაპანი. აქვე იყო სათავადოს ერისმთავრის საჯდომი ადგილი, სასახლე, ციხე-სიმაგრე და კარის ეკლესია.
IX საუკუნეში არგვეთის ერისთავად დადგენილი აფხაზთა უფლისწულის დემეტრეს რეზიდენცია ჩიხაში ყოფილა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა