
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ჭილის ტბა მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელოვანში მდებარეობს, მუხათგვერდის სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში, ზღვის დონიდან 1130 მეტრზე. თუკი გრძელ ლაშქრობებში წასვლას ვერ ახერხებთ და თბილისთან ახლოს ლამაზ ადგილს ეძებთ ბუნებაში განტვირთვისთვის ჭილის ტბა ნამდვილად მოგეწონებათ. ტბა ლამაზია წლის ყველა სეზონზე, მწვანეში ჩაფლული, შემოდგომის ფერებით აფერადებული თუ ზამთრის სითეთრეში გახვეული. ჭილის ტბა ზამთარში იყინება, ისე რომ ყინულზე სეირნობაც შეგიძლიათ. ამ ადგილს თევზაობის მოყვარულებიც ხშირად სტუმრობენ. აქ შეგიძლიათ როგორც საპიკნიკედ გასეირნება, ასევე მცირე ლაშქრობის მოწყობა. გზად თბილისისა და კავკასიონის ულამაზესი ხედებითაც დატკბებით. ჭილის ტბა ზაფხულში განსაკუთრებით პოპულარულია. ტბასთან მიდის სამანქანო გზა, თუმცა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა მისვლა შესაძლებელი. ასევე შეგიძლიათ მუხათგვერდის სასაფლაომდე ავტობუსს გაყვეთ, შემდეგ კი ფეხით გააგრძელოთ გზა.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, მისასვლელი გზა ტბამდე როგორია? მსუბუქი მანქანით ავალ? მაგალითად პრიუსით ან ფიტით?