დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
დავათის ღვთისმშობლის ეკლესია

დავათის ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

დავათის ღვთისმშობლის ეკლესია მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დავათში მდებარეობს. იგი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. დავათის სამონასტრო კომპლექსი, გარდა ღვთისმშობლის ეკლესიისა, მოიცავს: მცირე ეკლესიას, კოშკს, ეგვდერს და ბერების საცხოვრებელ სახლს. დავათის ეკლესიის კედელში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სტელა აღმოაჩინა. სტელაზე ქართული ანბანია ამოკვეთილი, რომელიც ქართული ანბანის ერთერთ უძველეს ნიმუშად ითვლება. სტელა ამჟამად ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

დავათის ღვთისმშობლის ეკლესია ორნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, სამხრეთის ეკვდერით. მთავარი და ჩრდილოეთის ნავი ორი ფართო თაღით უკავშირდება ერთმანეთს. შესასვლელი ერთია - სამხრეთიდან (ეკვდერიდან), იგი გარედან არქიტრავულია შიგნიდან კი თაღოვანი. ეკვდერში მოხვედრა ორი მხრიდან შეიძლება - სამხრეთიდან მიდგმული კოშკის პირველი სართულიდან და დასავლეთის ღიობიდან. ჩრდილოეთის ნავის აღმოსავლეთ ნაწილში სამკვეთლოა მოწყობილი. მთავარი დარბაზი აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრი აფსიდით სრულდება. აფსიდი მთავარი სივრცისგან ორსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი, რომელსაც შირიმით ნაწყობი ორსაფეხურიანი სატრიუმფო თაღი ეყრდნობოდა. საკურთხევლის შუაში შირიმის ქვისგან ნაწყობი ტრაპეზის ნაწილია შემორჩენილი. აფსიდს შელესილი საფეხური შემოუყვება. საკურთხეველი დარბაზისგან შირიმის თხელი ფილებით ნაგები კანკელითაა გამოყოფილი, რომლის თაღოვანი ნაწილი შირიმის რვაწახნაგოვან ბოძებს ეყრდნობა. ნავების გამყოფი თაღების საყრდენი ბურჯის წყობაში მხატვრულად გაფორმებული და ასომთავრული წარწერით შემკული რამდენიმე ქვასვეტის ნაწილი იყო ჩართული, რომლებიც ამჟამად ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზუმშია დაცული. ბურჯის ზემოთ კედელს შირიმით ნაწყობი პილასტრი ასდევს, რომელსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ერთი პილასტრია სამხრეთ კედელზეც. სამხრეთის პილასტრის ორივე მხარეს თითო დეკორატიული თაღია. ეკლესია აღმოსავლეთისა და სამხრეთის თითო სარკმლით ნათდება. ტაძრის კირსხნარით მოლესილი იატაკი მოგვიანებით რამდენიმე ადგილას ამოუჭრიათ და სამარხები მოუწყვიათ. სამკვეთლო სწორკუთხაა და კამარითაა გადახურული და აღმოსავლეთის მაღალი, თაღოვანი სარკმლით ნათდება. ეკვდერი სამხრეთიდან მთელს სიგრძეზე ეკვრის ეკლესიას. იგი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ტაძრის ინტერიერი შელესილია. ფასადები სადაა და შირიმის მარტივპროფილიანი ლავგარდნით სრულდება. სარკმლები შემკულია ჰორიზონტალურ გადანაკეცებიან რელიეფური თავსართით. ეკლესია ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვის მეტ-ნაკლებად სწორხაზოვანი რიგებით. გარეთა კუთხეები, პილასტრები, კარ-სარკმელთა წირთხლებ, თაღები, აფსიდის კუთხები და ლავგარდანი გამოყვანილია შირიმის სუფთად გათლილი ქვით. ტაძარს დასავლეთიდან ეკვდერი ჰქონდა მიშენებული, რომელიც აღარ არსებობოს, შემორჩენილია მხოლოდ ატაკის ქვეშ მოქცეული კამაროვანი აკლდამა.

მცირე ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესიას დასავლეთიდან ეკვრის. იგი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. შესასვლელი ერთია - სამხრეთიდან. აფსიდის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში სიმეტრიულად განლაგებული თითო მაღალი, გეგმით სწორკუთხა ნიშია მოწყობილი. ორივე ნიში სამკუთხა თაღითაა გადახურული. ტაძრის ერთადერთი სარკმელი სწორკუთხაა და დასავლეთ კედელშია გაჭრილი. ფასადები სადაა და შირიმის, მარტივი პროფილის მქონე, ლავგარდანი ასრულებს. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით.

კოშკი ღვთისმშობლის ეკლესიის ეკვდერს ეკვრის სამხრეთიდან. იგი XIV-XV საუკუნეებით თარიღდება. კოშკში შესასვლელი პირველი სართულის დონეზეა მოწყობილი. სართულის სამხრეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, ჩრდილოეთ კედელში კი კარი, რომლითაც კოშკი ეკლესიის ეკვდერს უკავშირდება. შესასვლელის მარჯვნივ, წყობაში, ქვასვეტის წარწერიანი საფეხუროვანი ბაზა აღმოჩნდა. სართულის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, კედლის სისქეში, II სართულის შესასვლელის წინ არსებულ ბაქანზე ასასვლელი კიბის ვიწრო უჯრედია მოწყობილი. მეორე სართული, ქვემოთა სართულთან შედარებით, უფრო მაღალია და, როგორც ჩანს, საცხოვრებლად იყენებდენ. კოშკი ძირითადად რიყის ქვითაა ნაგები, გარეთა კუთხეების წყობაში გამოყენებულია გათლილი შირიმის კვადრები.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე დავათის ღვთისმშობლის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!