
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დედაენის ბაღი თბილისის ერთ-ერთი პოპულარული პარკია. იგი მშრალ ხიდთან, ხიდისა და სკუდიერის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. დედაენის ბაღი შესანიშნავი ადგილია დასვენებისა და განტვირთვისთვის. მწვანეში ჩაფლულ ბაღში მოწყობილია სასეირნო ბილიკები და დასასვენებელი სკამები. აქ არის სკეიტ პარკიც სპორტის მოყვარულთათვის. ბაღის ტერიტორიაზე არის კაფე-ბარები და სანაყინე, სადაც სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. ბაღში დგას ელგუჯა ამაშუკელისა და ნოდარ მგალობლიშვილის შექმნილი დედაენის ძეგლი. დედაენის ბაღი ცნობილია, როგორც დემონსტრანტების თავშეყრის ადგილი. 1977 წელს, ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ კონსტიტუციის გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ ინიციატივას მოჰყვა საპროტესტო აქციები. 1978 წლის 14 აპრილს დედაენის ბაღში დიდი მიტინგი ჩატარდა ენის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, რის შედეგადაც ქართული სახელმწიფო ენად დარჩა. ამ მოვლენის აღსანიშნავად მოგვიანებით ბაღში დედაენის ძეგლი დაიდგა და 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. თუკი დედაენის ბაღს ესტუმრებით მშრალ ხიდზეც აუცილებლად უნდა გაისეირნოთ, სადაც მრავალი ორიგინალური და საინტერესო ნივთის პოვნა შეიძლება. აქვეა იუსტიციის სახლიც, რომელიც თბილისის თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ცნობილი ნიმუშია.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა