
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
აბანოს დედათა მონასტერი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, თრუსოს ხეობაში, სოფელ აბანოში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს XVII-XVIII საუკუნის კოშკებს და XIX საუკუნის ბაზილიკას.
სამხრეთ-დასავლეთის კოშკი ხუთსართულიანია, სიმაღლე 20მსიმაღლის, ზემოთ მკვეთრად ვიწროვდება. შესასვლელი ჩრდილოეთიდან, მიწიდან 3 მ სიმაღლეზე აქვს. პირველი სართული ამოვსებულია. ხუთივე სართულის კედლებში სათოფურებია. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი გეგმით სწორკუთხაა, ოთხსართულიანი, 15მ სიმაღლის. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, მიწიდან 2 მ სიმაღლეზე. ყველა სართულზე სარკმელები და სათოფურებია. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკიც სწორკუთხა გეგმისაა. შემორჩენილი იყო მხოლოდ პირველი სართული, რომელიც ამჟამად განახლებულია და მონაზონთა კელიებია მოწყობილი.
ეკლესია დარბაზულია (12,9 X 6,4 მ), ნაგებია ტლანქად დამუშავებული ნარინჯისფერი ტუფის კვადრებით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გადახურულია ნახევარწრიული თაღით. აღმ-ით ნახევარწრიული შვერილი აფსიდია. იგი გარედან შიდა მოხაზულობას იმეორებს. აფსიდი შიგნით და გრედან უშუალოდ ერთვის დარბაზის გრძივ კედლებს. ეკლესიას ოთხივე მხარეს თითო თაღოვანი სარკმელი აქვს. დარბაზი გადახურული იყო ნახევარწრიული კამარით, რომელიც დას-ით კუთხის პილასტრებზე გადაყვანილ ნახევაარწრიულ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. დას. კედელზე სარკმლის ორივე მხარეს, გამოსახულია მამაკაცის თითო ცუდად შესრულებული შარავანდიანი ფიგურა. ფასადებზე სარკმლის გადამხურავ ქვაზე ფონის ამოღებით გამოყვანილია მარტივი რელიეფური თავსართი. სარკმლის ზემოთ წყობაში ჩადგმულია ჯვრის ფორმის ქვა, რომელზეც გამოყვანილია რელიეფური ჯვარი.
მონასტრამდე მიდის სამანქანე გრუნტის გზა. თრუსოს ხეობაში არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა