დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ადიშის წმ. გიორგის ეკლესია ადიშის წმ. გიორგის ეკლესია ადიშის წმ. გიორგის ეკლესია ადიშის წმ. გიორგის ეკლესია

ადიშის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ადიშის წმინდა გიორგის ეკლესია X საუკუნის ძეგლია. იგი სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარის თემის სოფელ ადიშის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირას მდებარეობს, მდინარე ადიშჭალის მარჯვენა მაღალ ნაპირზე. ტაძარი დარბაზული ტიპისაა და ნაგებია შირიმის თლილი, მოყვითალო-მორუხო კვადრებით. იგი მკვეთრად იკვეთება გარემო ლანდშაფტში, რასაც ბუნებრივი ბორცვითა და ნაგებობის საკმაოდ შემაღლებული საძირკვლით არის განპირობებული. ექსტერიერი შელესილია კირით და მოხატულია. ნალესობა და მხატვრობა ნაწილობრივ დაზიანებულია. ფასადებს სწორკუთხა ლავგარდანი ასრულებს. შესასვლელი დასავლეთიდანაა. განივ ფასადებზე განლაგებულია სიმეტრიის ღერძზე გაჭრილი თითო სწორკუთხა სარკმელი, რომლებიც შიგნიდან გაგანიერებულია და თაღოვანი. არქიტრავული კარის სამხრეთით ვიწრო ბაქანია, რომელსაც ჩრდილოეთიდან წყობით კიბე აქვს მიდგმული. ნაგებობის პატარა სივრცე აღმოსავლეთით აფსიდით სრულდება, რომელიც გაშლილი ნახევრწრეა და დარბაზის იატაკიდან კი ერთი საფეხურით არის ამაღლებული. საკურთხევლის წინ სამთაღიანი ქვის კანკელია აღმართული, რომელიც გეგმაში მრგვალ წყვილ სვეტებზე დაბჯენილ თაღედს ქმნის. ქვის კანკელზე მხატვრობის ფრაგმენტებია შერჩენილი – ფრონტონი მცენარეული ორნამენტით არის დაფარული.


მხატვრობა

ინტერიერი მთლიანად ადგილობრივი ოსტატის მიერაა მოხატული. დომინირებს ღია, ნათელი ფერები. ფრესკები მთლიანად წმ. გიორგის კულტს ეძღვნება. საკურთხევლის კონქში ვედრების სცენაა: ცენტრში გამოსახულია ტახტზე მჯდომარე ქრისტე კურთხევის ნიშნად აღმართული ხელით, ხოლო მის ორსავ მხარეს ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. კედლის ქვემო ნაწილში წარმოდგენილნი არიან ეკლესიის მამანი; ასიმეტრიულად განლაგებული ფიგურებიდან მარცხენა მხარეს წმ. ბასილია, მარჯვენა მხარეს – იოანე ოქროპირი და კიდევ ერთი წმინდანი. დარბაზის კედლების ქვედა რეგისტრები წმ. გიორგის ცხოვრების ამსახველ სცენებს ეთმობა: ჩრდილოეთ კედელზე მოცემულია კომპოზიცია ,,ქალაქ ლასიას სასწაული“, რომელშიც ყურადღებას იქცევს მეფის ასულის ფიგურა, რომელსაც ცენტრალური ადგილი უჭირავს და საოცარი გრაციოზულობით გამოირჩევა; სამხრეთ კედელზე გამოსახულია – ,,სასწაული გადარჩენილი ბიჭით“. ხოლო დასავლეთ კედელზე წმ. გიორგის ამბების თხრობის დამამთავრებელი და საზეიმო განწყობის კომპოზიციაა მოცემული – ,,მაცხოვრის მიერ წმინდა მეომართა კურთხევა“: მედალიონში მოთავსებული, მკერდამდე გამოსახული ქრისტე გვირგვინით მოსავს წმინდა მეომრებს გიორგისა და თევდორეს, რომლებიც სიმეტრიულად ფლანკირებენ შესასვლელ კარს. იგივე მეომრები გამოსახულნი არიან მხედრების სახით ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზე, რომელთა აპოტროფული დანიშნულების ფიგურებიც დასავლეთისკენ, სოფელში მიმავალი გზისკენ არის პირმიქცეული.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ადიშის წმინდა გიორგის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!