დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად

ახალდაბის ციხე (თამარის ციხე)

5 (1)
ახალდაბის ციხე (თამარის ციხე) - Akhaldaba (Tamari) fortress ახალდაბის ციხე (თამარის ციხე) - Akhaldaba (Tamari) fortress ახალდაბის ციხე (თამარის ციხე), ახალდაბა, ბორჯომი ახალდაბის ციხე (თამარის ციხე), ახალდაბა, ბორჯომი ახალდაბის ციხე (თამარის ციხე), ახალდაბა, ბორჯომი

ახალდაბის ციხე (თამარის ციხე)ს შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მდებარეობა

ახალდაბის ციხე, იგივე თამარის ციხე, მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ახალდაბის ცენტრში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მთის წვერზე. ადგილმდებარეობა მართლაც შესანიშნავი აქვს, ციხიდან იშლება ხედი მთელს ახალდაბაზე და მასზე გამავალ სტრატეგიულ გზებზე.  ესაა მიზეზი სწორედ ციხის მდიდარი ისტორიისა.

ახალდაბის ციხე განლაგებულია შერეული ტყით დაფარულ მთის თავზე. ტყის გარკვეული ნაწილი ფიჭვნარის ზოლს უკავია, რომელიც განსაკუთრებით მომხიბვლელია თვალისთვის. მანძილი ახალდაბიდან ციხემდე საკმაოდ მცირეა, დაახლოებით 1,5 კმ. რამდენიმე ბილიკი მიუყვება ტყეში მთის წვერისკენ, თუმცა საბოლოო წერტილი ყველა ბილიკს ერთი აქვს, ციხე. ბილიკი საკმაოდ მარტივია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ასვლა.  საშუალოდ საჭიროა მაქსიმუმ 30 წთ ციხემდე მისაღწევად. ბილიკიც ლამაზი და სასიამოვნოა. ციხიდან თვალწარმტაცი ხედი იშლება მთელს ხეობაზე 360 გრადუსით. ციხეზე დგას ჯვარი და ფრიალებს ქართული სიმბოლო, სახელმწიფო დროშა.

მანძილი დედაქალაქიდან ახალდაბამდე 144 კმ, საშუალოდ მანქანით დაგჭირდებათ 2 სთ.

ახალდაბიდან ციხემდე მანძილი 1,5 კმ-ია, საშუალოდ დაგჭირდებათ ნახევარი საათი ფეხით.

ისტორია

ახალდაბა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც „მცირე ქალაქი“, ზოგიერთი ისტორიკოსი მას „მიკრო ქვეყანა“-საც კი უწოდებს. მართლაც, თუ დავაკვირდებით დაბა ახალდაბაში დღესდღეობით რამდენიმე ათეული ისტორიული ძეგლია. აქედან გამომდინარე ცხადია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი უნდა ყოფილიყო ახალდაბა. ციხეს ისტორიკოსები აღწერენ, როგორც „დიდნაშენი და მაგარი“, დიდი საცხოვრებელი ფართობითა და სამეურნეო ნაგებობებით, ხაროებითა და წყლის აუზით. როგორც გათხრების დროს, მრავალჯერ წააწყდნენ, წყალი ციხეს ნეძვურას ხეობიდან მიეწოდებოდა თიხის მილებით. ახალდაბის ციხის აგების დრო უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ციხე აიგო IX-X საუკუნეებში, მაშინ როდესაც ნეძვის ხეობაში მოღვაწეობდნენ წმინდა ბერები, წმინდა გრიგორ ხანძთელი და მისი მოწაფეები - თეოდორე და ქრისტეფორე. ახალდაბის ციხის სახელი ასევე მრავალ ისტორიულ წყაროებში სხვადასხვა დროს იკვეთება. ახალდაბას ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრადაც მოიხსენიებენ, სადაც გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები. ციხე მრავალ ბრძოლაში მნიშნელოვან როლს ასრულებდა და ამ ტერიტორიას ხშირად არათუ მტრები, არამედ ქართველი მეფეებიც ეცილებოდნენ ერთმანეთს.


თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

41.92359 , 43.492662
ჯამური მანძილი: 1.5 კმ

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

13891881_1062705333765157_135766 cop IMG_0005
+69
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
1 შეფასება
5
შაკო ბერიდზე

რომელ წელს აშენეს

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ახალდაბის ციხე (თამარის ციხე)

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!