
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ახალსოფლის წმინდა გიორგის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეების ძეგლია. ნაგებობა დარბაზულია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. ეკლესიის დასავლეთ მხარეს ჩანს მინაშენის ცოკოლი. ტაძრის შიდა სივრცე ცილინდრული კამარითაა გადახურული, რომელიც მძლავრ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. დასავლეთ კედლის თაღი კრონშტეინებს ებჯინება. ეკლესიას ოთხი თაღოვანი სარკმელი აქვს, რომელთაგან ორი სამხრეთის კედელშია, თითო-თითო კი - აღმოსავლეთითა და დასავლეთით. აღმოსავლეთის სარკმლებს მოჩუქურთმებული სათაურები აქვთ. ინტერიერი შელესილია. ნაგებობას ერთი შესასველი აქვს - სამხრეთიდან. კარის თაღში რელიეფური წმინდანის ფიგურაა გამოსახული. ტაძრის მორთულობაში ადამიანთა ფიგურების გამოსახულებასთან ერთად გვხვდება ცხოველთა, ფრინველთა, მცენარეული და გეომეტრიული გამოსახულებები. ეკლესიას ეტყობა XIX საუკუნის შეკეთების კვალი.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა