
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ალვანის ნათლისმცემელი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ალვანში მდებარეობს. ძეგლი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ტაძარი საფუძვლიანად შეუკეთებიათ XVI საუკუნის I ნახევარში, ამავე პერიოდს მიეკუთვნება ეკლესიის მოხატულობაც. ნაგებობა სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. მთავარი ნავი, გვერდითა ნავებთან შედარებით, უფრო განიერი და მაღალია. შიდა სივრცე ორი წყვილი ბურჯითა და მათზე გადაყვანილი ნახევარწრიული თაღებითაა დაყოფილი. მთავარი ნავი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია აგურის კანკელით. საკურთხევლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა დამხმარე სათავსია. ნავები ცილინდრული კამარებითაა გადახურული. იატაკი კვადრატული აგურითაა მოგებული. შიდა სივრცე სუსტად ნათდება მცირე ზომის სარკმლებით. ინტერიერი მთლიანად მოხატულია. მხატვრობა პოსტბიზანტიური ნაკადის ერთ-ერთი ნიმუშია, ლევან მეფის ბრძანებით მოხატული სხვა ტაძრების მსგავსად. ფიგურები პროპორციული და მოცულობითია, დამუშავება კი - საკმაოდ ფერწერული. კედლებზე წარმოდგენილია სახარებისეული სცენები, ასევე წმინდანთა და საერო პირთა ცალკეული გამოსახულებები. კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, მთავარანგელოზებთან ერთად, საკურთხევლის მეორე რეგისტრში წარმოდგენილია პურითა და ღვინით ზიარების სცენა, მესამე რეგისტრში ეკლესიის მამათა ფიგურებია. შუა ნავის ზედა ნაწილში - ათორმეტ დღესასწაულთა ციკლი. ეკლესიის დასავლეთ კედელზე გამოსახულია წმინდა ნინო, იმპერატორი კონსტანტინე და მისი დედა - ელენეს, ქტიტორები, რომელთა შორის ერთ-ერთი ლევან კახთა მეფე უნდა იყოს. ტაძარს სამხრეთიდან ორსართულიანი სამრეკლო ეკვრის, რომლის პირველი სართული კარიბჭეს წარმოადგენს. მეორე სართული რვაწახნაგაა, ყოველ წახნაგში თითო მაღალი შეისრულთაღიანი ღიობი იყო, დღეისათვის ამ ღიობების ნაწილი ამოშენებულია. მეორე სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით. ეკლესია ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით, სამრეკლო კი თითქმის მთლიანად აგურითაა ნაგები. ტაძრის სამხრეთით სწორკუთხა გეგმის მქონე ერთსართულიანი შენობის კედელია შემორჩენილი, დასავლეთით – მარნის ნაშთი და რამდენიმე ქვევრი. კომპლექსს ნატეხი ქვით ნაგები წრიული გალავანი ჰქონდა შემოვლებული, რომლისგანაც მხოლოდ მცირე ნაშთებია შემორჩენილი.




გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა