დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ალვანის ცხრაკარას სასახლე ალვანის ცხრაკარას სასახლე ალვანის ცხრაკარას სასახლე ალვანის ცხრაკარას სასახლე ალვანის ცხრაკარას სასახლე ალვანის ცხრაკარას სასახლე ალვანის ცხრაკარას სასახლე ალვანის ცხრაკარას სასახლე ალვანის ცხრაკარას სასახლე ალვანის ცხრაკარას სასახლე ალვანის ცხრაკარას სასახლე

ალვანის ცხრაკარას სასახლის შესახებ

ალვანის ცხრაკარას სასახლე მდებარეობს კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, შემაღლებულ ადგილზე.

ალვანის ცხრაკარას სასახლე აგებულია XVI საუკუნეში, კახთა მეფე ლევანის მიერ, სასახლესთან ახლოში არის VIII-IX საუკუნეების ალვანის ნათლისმცემლის ეკლესია, სადაც ლევან კახთა მეფის დაზიანებული ფრესკაა შემორჩენილი, ეკლესია მეთექვსმეტე საუკუნეში მთლიანად მოახატინა მეფე ლევანმა.

სასახლე გეგმით აღმოსავლეთ დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული სწორკუთხედია (27 მ * 11.6 მ-ზე), ნაგებია კვადრატული აგურით (22 სმ * 22სმ * 5 სმ; 24 სმ * 24 სმ* 5 სმ); კედლების ქვედა ნაწილი და საძირკველი რიყისა და ნატეხი ქვისაა. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია კერძოდ: ჩამოშლილია კედლების ზედა ნაწილები (შემორჩენილი სიმაღლე დაახლოებით 4 მეტრი) და სახურავი, დანგრეულია ჩრდილოეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, აყრილია იატაკი.

სასახლე ერთი ვრცელი დარბაზისაგან შედგება. მის სამხრეთ კედელში, რომელიც ალაზნის ველს გადაჰყურებს, გაჭრილია ექვსი ფართო და მაღალი ისრულთაღოვანი სარკმელი (სიმაღლე - 3 მეტრი, სიგანე - 2.4 მეტრი) რომლებიც იატაკის დონიდან იწყება. ჩრდილოეთ კედელშიც ექვსი სარკმელია, მაგრამ ბევრად უფრო ვიწრო ვიდრე სამხრეთ სარკმლები. შიგნით მათ სწორკუთხა მოხაზულობა ჰქონიათ (შემორჩენილია ხის გადახურვის კვალი), გარედან კი ისრული თაღით ყოფილან გადახურული. განივი კედლები უსარკმლოა აქ მხოლოდ ორ-ორი განჯინაა.

გარედან სასახლე სრულიად სადაა. სამხრეთ ფასადზე ექვსივე სარკმელი მოქცეულია კედლის შეღრმავებულ არეში. სასახლე საზაფხულო, საზეიმო, სააუდიენციო ნაგებობა ყოფილა.

თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ალვანის ცხრაკარას სასახლე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!