დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ანანურის კომპლექსი - Ananuri fortress ანანურის კომპლექსი - Ananuri fortress ანანურის კომპლექსი - Ananuri fortress ანანურის კომპლექსი - Ananuri fortress ანანურის კომპლექსი - Ananuri fortress ანანურის კომპლექსი - Ananuri fortress ანანურის კომპლექსი - Ananuri fortress ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი ანანურის კომპლექსი

ანანურის კომპლექსის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ანანურის ციხის კომპლექსი — ფეოდალური ხანის (XVI-XVIII საუკუნეები) ციხესიმაგრე სოფელ ანანურთან. მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე მთიულეთში, საქართველოს სამხედრო გზაზე, ჟინვალის წყალსაცავის დასაწყისში, ზღვის დონიდან 900 მეტრზე.

წარსულში ეს ადგილი წარმოადგენდა არაგვის საერისთავოს მთავარ საკვანძო პუნქტს, სადაც თავს იყრიდა, ერთი მხრივ ჩრდილოეთიდან — თერგი-არაგვის ხეობებითა და მეორე მხრივ, ქართლის შუა ადგილებიდან, დუშეთის გავლით მომავალი მთავარი გზები.

კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ზედა და ქვედა ციხე, გალავანი, კოშკები, ღვთისმშობლის ეკლესია, ღვთაების ეკლესია, ეკლესია ”მკურნალი”, სამრეკლო, რვაკუთხა საკანი და წყალსაცავები;


ისტორია

ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ეს ტერიტორია (სოფელი) უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. თუმცა, ადრეული ნაგებობების კვალი არ შემორჩენილა. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ იგი ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების შემდეგ (XVII-XVIII სს) კიდევ უფრო გაიზარდა. იგი არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და აღდგენაც.

ანსამბლის ყველაზე ადრინდელი ნაგებობაა ხევსურული კოშკი, რომელიც ზედა ციხის ცენტრშია მოქცეული. იგი XIV საუკუნით თარიღდება. ზ ე დ ა ც ი ხ ე (ციტადელი) XVI-XVII სს-შია აგებული, ხოლო ქ ვ ე დ ა ც ი ხ ე - მოგვიანებით, XVIII ს-ში.

მთავარი ნაგებობის - ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის მისი სამხრეთი ფასადის მარცხენა ნაწილის ვრცელი წარწერა, რომლის მიხედვით, ტაძარი 1689 წელს, ბარძიმ მდივანბეგის დაკვეთით აუგია ბოქაულთუხუცეს ქაიხოსრო ბაღსარაშვილს. ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში მდგარი ღვთაების ეკლესია XVI საუკუნის ბოლოს ან XVII საუკუნის I ნახევარშია აშენებული. მისი სალხინობლის წარწერა გვაუწყებს, რომ ’’ესე გუმბათი” (სალხინობელი) 1674 წელს აუგია ანა-ხანუმ აბაშიძის ასულს უდროოდ გარდაცვლილი სრულიად საქართველოს მდივანბეგ ედიშერ ერისთვისშვილს.

1743 წელს მეფე თეიმურაზ II-მ საერისთავო გააუქმა და ანანური მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. ამიერიდან ის მეფის მოხელეთა რეზიდენცია გახდა. 1786 წელს ანანურის მიმდებარე ტერიტორია - სოფელი დაღესტნის ხანმა ომარმა ააოხრა. ისტორიული ცნობების მიხედვით, ის ამ დროს, ”მცირე ქალაქს” წარმოადგენდა, რომელშიც 100 კომლი ცხოვრობდა. 1791 წლის ერეკლე II-ის მიერ ძეთათვის დაწერილ განწესებაში ანანურის ციხე შვიდ უძლიერეს ციხეს შორის არის მოხსენიებული. მხცოვანმა მეფემ კრწანისის ველზე უთანასწორო ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ამ ციხეს შეაფარა თავი.

სავაჭრო გზების გასაყარზე მდებარეობამ ამ პუნქტში ვაჭრობის განვითარება განაპირობა. აქ სამეფო საბაჟოც ყოფილა. განვითარებული იყო მეჭურჭლეობა, მაუდის წარმოება. XVIII საუკუნის II ნახევარში აქ ყოფილა სამეფო სამღებრო. XIX ს-ის I ნახევარში იოანე ბატონიშვილმა ანანურს ”ყასაბა ქალაქი” უწოდა.

1803-21 წლებში ანანური სამაზრო ცენტრი იყო. 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს ის რუსეთის ჯარებს გადაუწვავთ.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
1 შეფასება
5
I FLY IN THE SKY

Enjoy the beauty of the Ananuri fortress from a bird's eye view - https://youtu.be/eNtA4xQWXug

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ანანურის კომპლექსი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!