
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
წმინდა შიოს მონასტერი, ე.წ. „შიოს მარანი“, მდებარეობს კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის ზემოთ (სამხრეთ-დასავლეთით), ოთხიოდე კმ-ზე, მდ. თურდოს მარცხენა მაღალ ნაპირზე. ნასოფლარ არტოზანის ტერიტორიაზე, ფლატის პირას.
მონასტრის ნაგებობებიდან, მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე. მხოლოდ წმ. შიოს სახელობის ეკლესიაა მოღწეული. დანარჩენები კი დანგრეულია: ზოგის ნანგრევებია შემორჩენილი, ზოგის კი მხოლოდ კვალი იკითხება. მონასტრის მთავარი ნაგებობა წმ შიოს ეკლესიაა. თარიღდება XII საუკუნის II ნახევრით. იგი დარბაზული ტიპისაა, ნახევარწრიული, შვერილი აფსიდით აღმოსავლეთით. აფსიდი გარედან ხუთწახნაგა აბრისშია ჩაწერილი და ეკლესიის ძირითადი კორპუსიდან მოკლე მხრებით გამოიყოფა.
ეკლესია თითქმის მთლიანად, კვადრატული აგურითაა ნაგები. შიგნითა კედლების წყობაში, გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ლოდებიც. აგურითაა ნაგები სამხრეთ და ჩრდილოეთ მინაშენებიც. დასავლეთის მინაშენი და მასზე მიშენებული ნაგებობაც რიყის ქვისაა.
ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე ნახევარწრიულთაღიანია და გარედან საფეხურით შეღრმავებულ არეშია ჩასმული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზისგან ორი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი, საბჯენი თაღით არის გამოყოფილი. პილასტრებს შორის გვიანდელი, რიყის ქვით აგებული კანკელის ნაწილია შემორჩენილი (მაქს. სიმ. 1 მ). აფსიდში გაჭრილია სამი განიერი, მაღალი, თაღოვანი სარკმელი. შუა სარკმელი ოდნავ მოზრდილია, ნახევარწრიულთაღიანი. დანარჩენები ოდნავ შეისრულთაღიანია. ოდნავ შეისრულია სატრიუმფო თაღიც. აფსიდს, მთელ სიგრძეზე, ორსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს კართან ახლოს გამოსახული საერო პირები. ორივე გამოსახულება კედლის ცენტრისაკენ 3/4ით არის შებრუნებული. ხელები, ქრისტეს მიმართულებით, ვედრების ჟესტით აქვთ გაწვდილი. ორივე გვირგვინოსანია. ერთი მათგანი (კარის სამხრეთით მდებარე) მამაკაცია. მეორე ძნელად გაირჩევა. მას გრძელი სამოსი აცვია და, სილუეტის მიხედვით, ქალი უნდა იყოს (მეუღლე). ჩანს მისი ყვითელი მოსასხამი და შიდა, წითელი სამოსი. არსებობს მოსაზრება (გ. ლეჟავა), რომლის თანახმად, ეს პირიც მამაკაცია. მათ შორის ერთი დავით ულუდ, ხოლო მეორე დავით ნარინადაა მიჩნეული. შესაბამისად, მხატვრობის თარიღიც 1247-1259 წწ-ით არის განსაზღვრული.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!




გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა