დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
ბენისის ღვთისმშობლის ეკლესია ბენისის ღვთისმშობლის ეკლესია ბენისის ღვთისმშობლის ეკლესია ბენისის ღვთისმშობლის ეკლესია ბენისის ღვთისმშობლის ეკლესია ბენისის ღვთისმშობლის ეკლესია ბენისის ღვთისმშობლის ეკლესია ბენისის ღვთისმშობლის ეკლესია ბენისის ღვთისმშობლის ეკლესია ბენისის ღვთისმშობლის ეკლესია ბენისის ღვთისმშობლის ეკლესია ბენისის ღვთისმშობლის ეკლესია ბენისის ღვთისმშობლის ეკლესია

ბენისის ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

ბენისის ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვითის ჩრდილო-დასავლეთით, ნასოფლარ ბენისის ტერიტორიაზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება IX საუკუნით. ეკლესიის ეზოს შემოვლებული ჰქონდა რიყის ქვით ნაგები გალავანი. მისგან მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. ეკლესია ინტერნეტში შეცდომით წმ. გიორგის სახელით არის მოხსენიებული.

ეკლესია დარბაზულია, დგას გალავნის ჩრდილოეთ კედელთან. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს დასავლეთით და სამხრეთით. ორივე კარი შიგნიდან თაღოვანია, გარედან არქიტრავული. თაღების შემადგენელ ქვებზე მოწითალო ფერის საღებავით ქვის წყობის სხივისებური იმიტაციაა გამოყვანილი. სარკმლის ქვემოთ კედელთან შირიმის ქვით ნაწყობი სატრაპეზო ქვა დგას.

აღმოსავლეთ ფასადზე, საკურთხევლის სარკმელთან, კედელში ჩასმულია ორი რელიეფური ფილა. პირველი ფილა სარკმლის ზედანია, რომელზეც თაღია ამოკვეთილი. ფილის ღერძზე ერთიმეორის თავზე, ორი ერთნაირი, მაგრამ სხვადასხვა ზომის ეკლესიის მოდელია გამოსახული. ფილის მარჯვენა ნაწილებში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით ხელში, მარცხნივ - კტიტორი, რომელსაც ზედა მოდელი უჭირავს და ღვთისმშობლისკენ აქვს გაწვდილი. კტიტორსა და ღვთისმშობლის ორივე მხარეს, ოდნავ ზემოთ, ანგელოზებია; მარჯვენა ანგელოზი თავისი სამოსელის ბოლოთი ლათინური s-ისებრი მოხაზულობის ფოთლოვანი ელემენტითაა გადაბმული. ასეთივე ფოთლოვანი მოტივის კვალი შეინიშნება ფილის მარცხენა არეში, ანგელოზის ქვემოთ. ფილის თავისუფალ არეებზე და ეკლესიის მოდელებზე ნუსხური წარწერებია, რომლებიც დაზიანებულია და ძნელად გასარჩევია. მხატვრუ-სტილისტური ნიშნებით, აგრეთვე ეპიგრაფიკული მასალის საფუძველზე, ფილები X საუკუნის მეორე ნახევრით შეიძლება დათარიღდეს. ორივე ფილა ეკლესიის კედლებში შეკეთების დროსაა ჩასმული. ამ ფასადზე ფრონტონის ჩრდილოეთ ქანობზე შემორჩენილია თაღების მწკრივით დამუშავებული შირიმის ლავგარდნის რამდენიმე ქვა.

წარწერის შინაარსი შემდეგია "ქრისტე ღმერთო ...გებისაო რომელსა გაქუს ხელმწიფება წმიდისა და ძეო ყოვლისა ყოველთა ...წმიდაო ღვთისმშობელო მარიამ შეიწყალე ...."

"წმიდაი თევდორე,გიორგი"

წარწერის წაკითხვა ვალერი სილოგავას მიხედვით. პ.ს.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბენისის ღვთისმშობლის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!