
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ბუჩუკუნის ციხე მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ინჯაოღლის მიმდებარედ.
ციხე ბოლნისისა და დმანისის ხევების საზღვარზე, რკინის ქედის (დემირდაღის) თხემზეა აშენებული, მდ. ფოლადაურის მარჯვენა შენაკადის - რკინისწყლის (დემირსუს) სათავეში. ციხეს კონუსური კლდის თხემი უკავია, იქ მისასვლელად კლდეში ბილიკია გაჭრილი. ციხე ნატეხი ქვითაა ნაგები დუღაბზე. განირჩევა ორი სამშენებლო ფენა: ადრეული შუა საუკუნეების და გვიანი შუა საუკუნეების. ციხე ორი ნაწილისგან შედგება, უფრო მოზრდილია კოშკისებრი ნაგებობა, რომელიც ოთხასრთულიანი ყოფილა. კედლებში სამ სართულად გაყოლებულია სამზერ-სათოფურები და სართულშუა გადახურვის საკოჭეები. მეორე ნაწილი უჭირავს მცირე ეზოს, რომელიც კედლითაა გადაკეტილი. კლდის ქვევით ადრეშუა საუკუნეების ოთხკუთხა კოშკია შემორჩენილი, რომელიც რეგულარული წყობის საშუალო ზომის ქვებითაა ნაგები. ვახუშტი ციხის შესახებ არაფერს ამბობს, თუმცა რუკაზე ის აღნიშნული აქვს ბუჩუკუნის სახელით. გიულდენშტედტის მოგზაურობისას ეს ადგილები უდაბური ყოფილა და ერეკლე მეფეს რკინის საბადოს წარმოების დასაცავად ციხე ხელახლა განუახლებია (დ. ბერძენიშვილი. ნარკვევები ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან. თბ., 2014, გვ.134).
ციხე მდებარეობს რთულად მისადგომ ადგილზე.
ბუჩუკუნის ციხე შეიძლება ასევე იწოდებოდეს როგორც ქოროღლის ან/და ინჯაოღლის ციხე



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა