დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად

ბურნაშეთის (ბოჟანოს) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ბურნაშეთის (ბოჟანოს) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ბურნაშეთის (ბოჟანოს) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ბურნაშეთის (ბოჟანოს) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ბურნაშეთის (ბოჟანოს) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ბურნაშეთის (ბოჟანოს) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ბურნაშეთის (ბოჟანოს) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ბურნაშეთის (ბოჟანოს) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ბურნაშეთის (ბოჟანოს) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ბურნაშეთის (ბოჟანოს) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ბურნაშეთის (ბოჟანოს) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ბურნაშეთის (ბოჟანოს) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ბურნაშეთის (ბოჟანოს) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ბურნაშეთის (ბოჟანოს) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ბურნაშეთის (ბოჟანოს) იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის შესახებ

ბურნაშეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მდებარეობს ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბურნაშეთის სასაფლაოზე. სოფლის ძველი დასახელება ბოჟანოა. „დასტურლამალის“ მიხედვით ბოჟანო სამეფო სახასო სოფელი ყოფილა.


ბურნაშეთის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას. იგი მე-10 საუკუნეში აგებულია დამუშავებული ქვის კვადრებით. დარბაზის სივრცე აღმოსავლეთით შემოფარგლულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც ორი ოთხკუთხა ნიშია: ჩრდილოეთით და სამხრეთით. ტრაპეზის ქვაზე წრეში ჩაწერილი ჯვარია ამოკვეთილი. სარკმლის ქვეშ ჯვრის გამოსახულებიანი ქვაა, რომელზეც ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. აფსიდის იატაკი სამი საფეხურით არის აწეული ეკლესიის იატაკიდან. ერთ-ერთ საფეხურად ჩუქურთმიანი ქვაა გამოყენებული.

აფსიდის თაღზე, მარჯვენა მხარეს ქვითხუროს/მშენებელი ოსტატის ბარელიეფია რომელიც შეცდომით ქტიტორად იყო მიჩნეული.

აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმელის საპირეზე ასომთავრული წარწერის ფრაგმენტია შემორჩენილი, რომელშიც მოიხსენიება ,,ცოდვილი იოანე". ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. იგი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი.

არქიტრავზე ოთხკუთხა ჩარჩოში მოთავსებულია ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოიხსენიება ჯვრის მონასტრის წინამძღვარი იოანე, გიორგი და სვიმონ მანხეკელი(?), გვალეშაისძე, გაშატაისძე. წარწერების შუაში მოჩუქურთმებული თაღოვანი ორნამენტი და სამი ჯვარია გამოსახული. თაღოვანი სარკმლები დატანილია აღმოსავლეთის, დასავლეთის და სამხრეთის კედლებზე. ეკლესია გადახურული ყოფილა ლორფინებით.

ტაძარი დღეს სასწრაფო რესტავრაციას მოითხოვს, ის უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან იგი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა ააგებინა, ქვის ხელოსანმა კი თავისი გამოსახულება დაგვიტოვა.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

ტურები ქვემო ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ბურნაშეთის (ბოჟანოს) იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!