დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
Cheremi Nakalakari Cheremi Nakalakari Cheremi Nakalakari Cheremi Nakalakari Cheremi Nakalakari Cheremi Nakalakari Cheremi Nakalakari Cheremi Nakalakari

ჭერემის ნაქალაქარის შესახებ

ჭერემის ნაქალაქარი, მდებარეობს გომბორის ქედის ცენტრალურ ნაწილში, სოფელ ჭერემის ტერიტორიასა და მის დასავლეთით მდებარე კლდოვან ბორცვზე, მდინარე ჭერმისხევის მარცხენა მაღალ ნაპირზე. საისტორიო წყაროებში ქალაქ ჭერმის ლოკალიზაციის, ქრონოლოგიის, საეკლესიო კათედრის დაწესების, სპარსთა ლაშქრობისა და მისი მარშრუტის შესახებ დაცული ცნობები მნიშვნელოვნად შეავსო ნაქალაქარის არქეოლოგიოურმა გამოკლევამ, რომელსაც 1970 წლებიდან ათი წლის განმავლობაში ეწეოდა კახეთის არქეოლოგიური ექსპედიცია

არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სოფლის გარშემო და სოფლის აღმოსავლეთით, ე. წ. წვეროდაბლის ბორცვზე, გვიანდელი ბრინჯაო - რკინის ხანის არაერთი ნამოსახლარის და სამაროვნის არსებობა დაადასტურა. ამავე ტერიტორიაზე არის ძვ. წ. I ათასწლის I ნახევრის ძეგლებიც. დღევანდელი სოფლის ტერიტორიასა და წვეროდაბლის ბორცვზე, სადაც გორგასლისეული ქალაქ ჭერმის უბნების არსებობაა დადასტურებული, გამოვლინდა და შესწავლილი იქნა III-IV საუკუნეების ქალაქური ტიპის მნიშვნელოვანი დასახლება და სამაროვანი. სამაროვანზე წარმოდგენილი მასალა მინის ჭურჭელი, მრავალრიცხოვანი და მრავალსახოვანი მძივები, სხვადასხვა სამკაული და მონეტები – აღმოსავლეთთან დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის არსებობაზე მიუთითებს. ამ გზას უნდა გულისხმობდეს ჯუანშერი, როდესაც აღწერს სპარსეთის ლაშქრის მარშრუტს. სწორედ ამ გზამ შეუწყო ხელი ჭერმისა და ამ გზაზე მდებარე სხვა პუნქტების (ხორნაბუჯი, ველისციხე, უჯარმა) წინ წამოწევასა და გაქალაქებას.

როგორც არქეოლოგიურმა კვლევამ ცხადყო, V საუკუნეში ქალაქი ჭერემი, III –IV საუკუნეების ქალაქის მსგავსად, ერთიმერისაგან დაცილებული რამდენიმე უბნისაგან შედგებოდა. თითოეულ უბანს თავისი ეკლესია ჰქონდა. ქალაქ ჭერემის მრავალი უბნიდან. ზღუდე მხოლოდ გორგასლისეულ ციტადელს ჰქონია, რომელიც დღევანდელი სოფლის დასავლეთით, 4-5 კილომეტრზე, ეგრეთწოდებულ წვეროდაბალის ბორცვზე მდებარეობს.

შეიმჩნევა ასევე ქვით მოგებული ნაგზაური. ციხე-დარბაზი ძირითადად ორი ფრთისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს მართი კუთხით ერთვიან. ორივე ფრთაში სათავსები ერთ რიგადაა განლაგებული. აღმოსავლეთ ფრთის შუაში ვიწრო დერეფანია, რომლის ორივე მხარეს ორ-ორი სათავსია განლაგებული. ჩრდილოეთ ფრთაში კი ორი სათავსი და ერთი დერეფანია. სათავსები ერთმანეთს თითო კარით უკავშირდებიან. გარდა ამისა, თითოეული მათგანი ეზოსთანაცაა დაკავშირებული. ციხე-დარბაზის ჩრდილოეთ ფრთა სწორ ადგილზეა აგებული, აღმოსავლეთისა კი სამხრეთისკენ ეშვება. ამის შესაბამისად, აღმოსავლეთ ფრთის სათავსების დამაკავშირებელი კარების ზღურბლში თითო საფეხურია გამოყვანილი. აღმოსავლეთ ფრთას სამხრეთიდან ბლაგვი კუთხით უერთდება დიდი ოთხკუთხა კოშკი, რომელსაც შესასვლელი ეზოს მხრიდან აქვს.

სასახლის აღმოსავლეთით სამოციოდე მეტრზე დგას წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია, იგი ისეთივე წყობითა და მასალითაა ნაგები, როგორითაც ციხე-დარბაზი და სასახლე. ნ. ჩუბინაშვილი მას V საუკუნის ბოლო მესამედის ძეგლად მიიჩნევს. ეკლესია დარბაზულია ზომებით 6.8 მ * 4.3 მ-ზე.

განვით, შუა საუკუნეებში ჭერმის ციტადელში მონასტერი იყო განთავსებული. ვახტანგ გორგასლისეული სასახლის ნანგრევებზე მონასტრის სამეურნეო დანიშნულების ნაგებობების ნაშთებია გამოვლენილი. მათ შორისაა წრიული გალავნით შემოზღუდული, მოზრდილი ქვის ფილებით მოგებული სამეურნეო ეზო, რომლის დასავლეთ ნაწილში სამეურნერ დანიშნულების ნაგებობათა მთელი კომპლექსია – მარანი და მისგან ვიწრო მოფილაქნებული გზით გამოყოფილი ხაროებიანი სათავსი. რომლის დასავლეთით და სამხრეთით სხვა სათავსებია, ჩრდილოეთით კი – ორსაწნახლიანი მარანი.

მარანი გეგმით კვადრატულია, შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში კირის ხსნარის სქელი ფენით მოლესილი საწნახლებია ჩაშენებული. მათ წინ მთელ სიგრძეზე ასევე მოლესილი თაროებია. უკეთაა შემონახული დასავლეთ საწნახელი და თარო. თაროს შუა ნაწილში თახჩაა. მასში დგამდნენ ჭურჭელს, რომელშიც ისხმებოდა საწნახლიდან თიხის მილით გადმონადენი ტკბილი. შემდეგ ამ ჭურჭლით ტკბილს იქვე მოთავსებულ ქვევრში ასხამდნენ. მარანში სამი ქვევრია შემორჩენილი, მარნის სამხრეთით, მოფილაქნებული გზის გადაღმა სამეურნეო დანიშნულების ხაროებიანი სათავსია. მის დასავლეთ კედელს მთელ.სიგრძეზე გასდევს თარო. ჩრდილოეთ, ნაწილში ორი სხვადასხვა ზომის ქვით მოპირკეთებული მსხლისებრი ხაროა. ასევე ქვითაა მოპირკეთებული შენობის ჩრდილო - აღმოსავლეთ კუთხესთან გარედან მიდგმული ხაროც. სამეურნეო ეზოს დასავლეთით მდებარე ტერიტორიაც სამეურნეო დანიშნულებისაა. აქ გამოვლინდა ქვით მოპირკეთებული მარცვლეულის შესანახი ორმო, დიდი ქვევრები, თონიანი სათავსი და სხვა. წვეროდაბალის ბორცვზე, წმ.გიორგის ეკლესიის სამხრით ქვის ნაგებობათა ნანგრევებია, რომლებიც შესაძლოა, ბერების საცხოვრებელი შენობების ნაშთს წარმოადგენდეს. ხოლო წმ. ბარბარეს ეკლესიასთან გამოვლენილი ქვის ფილით გადახურული ორმოსამარხები – მათ საფლავებს.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #ქალაქი #მონასტერი #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა #ინფრასტრუქტურული ობიექტი #დასახლებული პუნქტი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ჭერემის ნაქალაქარი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!