
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
საეპისკოპოსო ტაძრის კომპლექსი, მდებარეობს სოფელ ჭერმის ცენტრში. კომპლექსში შედის: საკათედრო ტაძარი, სასახლე და გალავანი. საკათედრო ტაძარი დგას გალავნით შემოფარალულ ეზოში, სწორ ადგილზე. ტაძარი სამეკლესიიანი ბაზილიკაა, გარშემოსავლელით სამი მხრიდან, რომელიც მთავარ ეკლესიას წყობით არ უკავშირდება. გარშემოსავლელის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფრთები დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ, დასასავლეთისა კი კარიბჭეს. გ. ჩუბინაშვილი, რომელმაც ტაძარი 1920 წელს შეისწავლა, მას X-XI საუკუნეებით ათარიღებს და ფიქრობს, რომ იგი ერთიანი გეგმის მიხედვითაა აგებული, მაგრამ ორი ხერხით. მისი აზრით, თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული იყო სამნავიანი ბაზილიკის აგება, რაც მშენებლობის პროცესშივე (როგორც ჩანს ეკონომიკური მოსაზრებებით) იყო უარყოფილი. სახელდობრ,თავდაპირველად ააგეს შუა ნავი, რომელიც გარედან მთლიანად შირიმის თლილი ქვით მოაპირკეთეს, ხოლო შემდგომ გვერდითი ფრთები რიყის ქვით. შიგნით მთავარი ეკლესიის აფსიდი, მხრებთან ერთად – შირიმისაა, დანარჩენი კედლები კი, რიყის ქვითაა ნაწყობი. მთავარი ეკლესია გვერდით ეკლესიებთან შედარებით სამჯერ უფრო განიერი და გაცილებით მაღალია.
სასახლე დგას საეპისკოპოსო ტაძრის სამხრეთ - დასავლეთით, ორმოციოდე მეტრზე, მდინარე ჭერმისხევის ხეობის პირას, ფლატის თავზე და განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. შენობა ნაგები ყოფილა ნატეხი ქვით. შემორჩენილია ერთი საკმაოდ გრძელი კედლის (სიგრძე დაახლოებით – 12 მ) შუა ნაწილი, რომელსაც გარედან (სიმაღლე დაახლოებით – 10.8მ) მოწყობილი აქვს ტრაპეციისმაგვარი შვერილი. შენობა ორსართულიანი ყოფილა. სართულშუა გადახურვა გამართული იყო ხის კოჭებზე (შემორჩენილია კოჯების ჩასადგმელი ბუდეები). შიგნით, ქვედა და ზედა სართულების კედლები დანაწევრებულია ნალისებრი თაღების რიგით. ქვედა სართულზე შვიდი თაღია, ზედაზე – ხუთი. ორივე სართულზე განაპირა თაღებიდან მხოლოდ ნაწილებიღაა შემორჩენილი. ქვემოთ შუაში განიერი, ღრმაალკოვიანი ნალისებრი თაღია, რომელიც შვერილშია მოქცეული. ალკოვში შირიმით გამოყვანილი თქღოვანი სარკმელია.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!




გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა