
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ჩვაბიანის მაცხოვრის ეკლესია სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის სოფელ ჩვაბიანში მდებარეობს, სოფლის განაპირას, შემაღლებულ ბორცვზე. იგი თავისი არქეტექტურითა მხატვრობით
სვანეთის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია და X საუკუნით თარიღდება. ტაძარი კარგად თლილი შირიმის ქვით არის
ნაგები. ამ რთული ფორმის არქიტექტურული ძეგლის საერთო
მოცულობაში
დომინირებს დარბაზის
ნაწილი,
რომელიც
თავისი
სიმაღლით
მკვეთრად
განსხვავდება
შვერილი
სამწახნაგა
საკურთხევლისაგან
და
სამხრეთ-დასავლეთის
მინაშენებისაგან. ერთმანეთისგან მკვეთრად გამოირჩევა ძირითადი ეკლესიის დახვეწილი, გრძივი ღერძისადმი სიმეტრიული ნაწილი და მინაშენის შედარებით ტლანქი ფორმები. ინტერიერი ქვის კანკელით გამიჯნული
დარბაზისა და საკურთხევლისგან შედგება. კანკელს ოთხი მრგვალი სვეტი აქვს. განაპირა
სვეტებსა
და
საკურთხევლის
მხრებს
შორის
არქიტრავული
გასასვლელებია,
ხოლო
ცენტრალური
გასასვლელი
და
მისი
მიმდებარე
ღიობები
თაღოვანია.
დარბაზი
ორსაფეხურიანი
წყვილი
პილასტრითა
და
მათზე
დაყრდნობილი
კამარის
გასამაგრებელი
თაღით
ორ
ნაწილად
არის
გაყოფილი. იატაკი მიწისაა. კარი ორია, ერთი დასავლეთ კედელში, მეორე კი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში. შენობის ექსტერიერი სადაა. ერთგვარად დატვირთულია
დასავლეთი
მინაშენის
ფასადი,
რომელიც დიდ სიბრტყეთა
სხვადასხვა
დონეების სახით წარმოგვიდგება.
პირველ
დონეს
ფრონტონის
სიბრტყე
წარმოადგენს,
რომელიც
კუთხეებში
ორი
ფართო,
შეკიდული
პილასტრის
სახით
ეშვება
ქვემოთ.
პილასტრებს
შორის
სამი
თაღი
გადადის.
შემდეგია
კარის
საპირე
განიერი,
სწორკუთხა
სიბრტყე. იმავე ფასადზე, კარნიზის ქვემოთ საფასადო ფილებიდან ორზე ხელის მტევნის სკულპტურული ანაბეჭდია დასმული. ეკლესიის ინტერიერი
ფრესკული
მხატვრობის ორ ქრონოლოგიურ
ფენას
მოიცავს,
მე-10
საუკუნის
საკურთხევლის
მოხატულობასა და დარბაზის
მე-16-17
საუკუნების
მხატვრობას.



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა