
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. იგი ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია და საქართველოს ერთ-ერთი მთავარი საგამოფენო სივრცეს წარმოადგენს. საგამოფენო სივრცე ცნობილია “ცისფერი გალერეის” სახელითაც. ნაგებობა ცისფრად იყო შეღებილი, სწორედ აქედან დამკვიდრდა სახელი - “ცისფერი გალერეა”, თუმცა ამჟამად ის რუხ ტონალობებშია გადაწყვეტილი. ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილია როგორც მუდმივი ექსპოზიცია, ასევე ქართველი თუ უცხოელი ხელოვანების პერიოდული გამოფენები. მუდმივ ექსპოზიციაში წარმოდგენილია ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები. გალერეის ფონდში ინახება 30 000 ექსპონატი. უკანასკნელ წლებში აქ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პერიოდის ისეთი ცნობილი ხელოვანების ნამუშევრები, როგორიცაა: მიქელანჯელო ბუონაროტი, ტიციანი, ბოტიჩელი, ლუკას კრანახი, მიქელანჯელო პისტოლეტო, აი ვეივეი და სხვა. პირველი ექსპოზიცია ეროვნულ გალერეაში 1920 წლის ოქტომბერში შედგა. გალერეის საგამოფენო პოლიტიკა პირველივე წლებში გამოიკვეთა: ქართული და უცხოური, ძველი და ახალი პერიოდების სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ყველაფერი, რაც ფასეული შექმნილა ან მოხვედრილა საქართველოს ტერიტორიაზე. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ერთ-ერთი საინტერესო ადგილია ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, აქ შეძლებთ უკეთ გაეცნოთ ქართულ შემოქმედებას და ასევე იხილოთ უცხოელ შემოქმედთა შედევრები.
შენობა, რომელშიც ეროვნული გალერეაა განთავსებული, 1888 წელს აიგო რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით და მასში რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, ე.წ. დიდების ტაძარი, განთავსდა. ეროვნული სამხატვრო გალერეა ცნობილი ქართველი მხატვრისა და საზოგადო მოღვაწის - დიმიტრი შევარდნაძის ინიციატივით დაარსდა, ამავე წელს გაიმართა სამხატვრო გალერეის პირველი გამოფენაც. დიმიტრი შევარდნაძემ მთელ საქართველოში შეაგროვა მხატვრობის ნიმუშები, რომელთაგან ზოგს საჩუქრად აძლევდნენ, ზოგს კი ყიდულობდა და მან ეს კოლექცია გალერეას გადასცა. 2007 წელს ეროვნული გალერეა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა. შენობას ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, თუმცა უცვლელი დარჩა ნაგებობის ცენტრალური ფასადი და საგამოფენო სივრცე. ნაგებობის ფასადის უხვი დეკორი ბაროკოსთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს შეიცავს. კორინთული სვეტებითა და პილასტრებით ფლანკირებული ცენტრალური შესასვლელი ნახევარსფერული ექსედრითაა გადახურული. ამავე ორდერის პილასტრები ანაწევრებს ნაგებობის განაპირა მხარეებსაც. გალერეის ორ დარბაზს მინის გადახურვა აქვს და უხვად ნათდება მზის შუქით. რეკონსტრუქციისას შენობა ბაღის მხრიდან მიშენების ხარჯზე გაიზარდა და შეიქმნა ახალი საგამოფენო სივრცე. განახლებულ გალერეაში 8 დარბაზი ფუნქციონირებს, ასევე შექმნილია სარესტავრაციო ლაბორატორია, დროებითი გამოფენების ორგანიზებისათვის საჭირო ექსპონატთა საცავი, სასწავლო სივრცე და მაღაზია. თბილისის სამხატვრო გალერეას 2009 წლის 20 ნოემბერს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა