დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი

დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ

დირბის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. მდებარეობს სოფლის განაპირას, მთის ფერდობზე, მდინარე აღმოსავლეთ ფრონეს მარცხენა ნაპირზე, ადგილ სერებში. თარიღდება ადრინდელი და გვიანდელი ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, სამრეკლო, გალავანი და სხვადასხვა ნაგებობის ნაშთები.

ღვთისმშობლის ეკლესია (7,7 X 10,3 მ) ამჟამად სამნავიანი ბაზილიკაა. თავდაპირველად მცირე ზომის დარბაზული ნაგებობა ყოფილა, რომლისგანაც პირვანდელი სახით გადარჩენილია აღმოსავლეთ ფასადი მთლიანად, დასავლეთ ფასადის ნაწილი და ინტერიერის ზოგიერთი მონაკვეთი. როგორც აღმოსავლეთ ფასადზე არსებული წარწერიდან ირკვევა, ლეონ III აფხაზთა მეფის ზეობისას 957-967 წლებს შორის აუშენებიათ. ამ დროს ქართლს აფხაზთა მეფის მოხელე იოანე ერისთავი განაგებდა, რომელიც წარწერაში მეფის შემდგომ მოიხსენიება. დირბის ეკლესიის აგების ინიციატორი აბრაჰამ დეკანოზი ჩანს. ეკლესიის მშენებლობის უშუალო შემსრულებელი, დამფინანსებელი ვინმე ოთინისძეა, რომელმაც სხვა თანადამფინანსებლებთან ერთად ითავა ეს საქმე. ეკლესია საკმაოდ ჩქარა აშენებულა. იგი ხარება დღეს, 25 მარტს დაუწყიათ და ენკენიას, 13 სექტემბერს კამარის დასაწყისამდე მიუყვანიათ. ეკლესია ნაგები იყო კარგად დამუშავებული მოზრდილი შინდისფერი ბაზალტის კვადრებით; გადაკეთების დროს გამოყენებულია აგური. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთ მინაშენიდანაა. შექმნილი სივრცე გაყოფილია სამ ნავად. გვერდის და შუა ნავებს ჰყოფს წყვილი ნახევარწრიული თაღი. თაღები მასიურ ოთხკუთხა ბურჯებსა და აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებს ეყრდნობა. ინტერიერის თავდაპირველი სიმაღლე შენარჩუნებულია. სამივე ნავს აღმოსავლეთით წრის მეოთხედის ფორმის მცირე აფსიდები აქვს. აფსიდების თაღები შეისრულია. აფსიდების წინ აგურის შელესილი დაბალი კანკელები დგას. ეკლესიის კედლები შელესილი და მთლიანად მოხატული ყოფილა.

შუა ნავის საკურთხეველში, ჩრდილოეთ კედელზე და ბოძებზე შემონახულია გვიანდელი ფეოდალური ხანის მოხატულობის ფრაგმენტები. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობის ქვედა ორი რეგისტრი: ზემოთ - მოცoქულთა ზoარება (მოციქულები, ადგილის სიმცირის გამო, მუხლზევით არიან გამოსახული, რის გამოც კომპოზიცია სიმჭიდროვის და დაუსრულებლობის შთაბეჭდილებას ტოვებს), ქვემოთ - ეკლესიის მამანი გრაგნილებით ხელში. საკურთხევლის სარკმლის წირთხლზე ანგელოზის ფრთის ფრაგმენტი ჩანს. მოხატულია კანკელის ზედა ნაწილიც: კედლის ზედაპირიდან რამდენადმე ჩაღრმავებულ ფონზე ორ რიგად წარმოდგენილია წმინდანთა ბიუსტები. თითოეული გამოსახულება სწორკუთხა ჩარჩოშია მოქცეული (ჩარჩო გამოყვანილია ნალესობით). ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე შემორჩენილია მოწითალო-ყავისფერი საღებავით შესრულებული რვასტრიქონიანი ასომთავრული წარწერა (დაფარულია ბათქაშით), ხოლო დასავლეთ მონაკვეთზე - ცხენზე შუბშემართული წმ. გიორგის ფიგურა, ოდნავ ქვემოთ დიოკლიტიანეს გამოსახულება გაირჩევა. ეკლესიის ბოძების ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს წმინდა მეომართა დიდი ზომის ფიგურებია. ქვემოთ მოხატულობას მთელ სიგრძეზე გასდევს იატაკიდან დიდი მანძილით დაცილებული ორნამენტის ფართო ზოლი. პილასტრებისა და ბურჯების ვიწრო მხრები შევსებულია მცენარეული ორნამენტით. კოლორიტი მონაცრისფრო-ცისფერ, ყვითელ, მოვარდისფრო-ყავისფერ, თეთრ და ღია მწვანე ფერთა შეხამებაზეა აგებული. აღმოსავლეთ ფასადის ცენტრში საკურთხევლის სარკმლის ზედა არე ჩუქურთმითაა მორთული. ჩუქურთმა ჩასმულია წრიულ ჩარჩოში (წრეს მხოლოდ ერთი მეოთხედი აკლია სარკმლის ჭრილის გასწვრივ), რომელიც სარკმლის ზედა თაღოვან ნაწილთან ერთად ერთ სწორკუთხა ქვაშია ამოკვეთილი. სარკმლის დანარჩენი არე მოურთველია. წრეში უსისტემოდაა მოცემული სხვადასხვა ზომის სხვადასხვა მოტივი. ერთ კუთხეში ადამიანის წელზედა დაყირავებული გამოსახულებაც გაირჩევა. ზედა მარჯვენა კუთხეში ვრცელი ასომთავრული წარწერაა (იკითხება ცალკეული სიტყვები). ორნამენტებისა და წარწერის კვეთა გრაფიკულია. ამ ფასადის თაროსებრი მასიური ლავგარდნებიც ადრინდელი ფეოდალური ხანისაა.


თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე დირბის ღვთისმშობლის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!