
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ელგუჯას ციხე - იგივე ელგუჯას გამოქვაბული მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქვეშეთის თემში, ხადას ხეობაში, სოფელ ზაქათკარში.
ელგუჯას ციხის სახიზარი წარმოადგენს ძალიან საინტერესო შუა საუკუნეების სათავდაცვო ნაგებობას. იგი კლდეზეა მიდგმული და წაგრძელებული ფორმის მართკუთხედია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვა. აღსანიშნავია, ფასადზე გაჭრილი, ასიმეტრიულად განლაგებული ვიწრო სარკმლები. აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში ნაოთხალიანი, არქიტრავული კარია დატანებული. იქვე აგდია საურდულე, დიდი ქვა.
ხადელი ვაჟკაცები ზეზვა და ელგუჯა, თურქები რო შემოვიდოდნენ, ჭიანჭველებივით სრესდნენ თურმე. ერთხელაც თურქებს მაინც უჯობნიათ ხადელებისთვის და სოფელში დამდგარან. ელგუჯა 30 კაცთან ერთად გამოქვაბულში დამალულა. ელგუჯა გამოვიდოდა დილით იქიდან, ავიდოდა ხეზე და უცქერდა მოპარპაშეებს გულგაგლეჯილი. ერთხელაც ხედავს, თურქების ბელადი აქეთ-იქით დადის. სიარული მასე არ უნდა, მოხდეს, რაც მოსახდენიაო და გაუგორებია თოფით. არეულა მტერი უბელადოდ და ელგუჯაც გამოჰკიდებია თავისი ბიჭებით - ან ახლა უნდა გავწყვიტოთ, ანდა მერე თავად გაგვწყვეტენო. მისდიეს წილკნამდე და მარტო ერთი კოჭლი კაცი დაუტოვეს მომხდურს ამბის გადამტანად, - აგე წინ კარი, წადი შენიანებთან და უთხარი, ქართველებისკენ გამოხედვა აღარ გაბედონო. ამიტომაც წილკანს ადრე წინკარი ერქვა.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა