დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ელიას მონასტერი, კახეთი - Elia Church, Kakheti ელიას მონასტერი, კახეთი - Elia Church, Kakheti ელიას მონასტერი, კახეთი - Elia Church, Kakheti ელიას მონასტერი, კახეთი - Elia Church, Kakheti ელიას მონასტერი, კახეთი - Elia Church, Kakheti ელიას მონასტერი, კახეთი - Elia Church, Kakheti ელიას მონასტერი, კახეთი - Elia Church, Kakheti

ელიას მონასტერის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ელიას მონასტერი მდებარეობს კახეთში, დედოფლისწყაროს სამხრეთ ნაწილში, ორმწვერვალიან კირქვის მთაზე.

ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს. ყოველ 2 აგვისტოს წმინდა დიდებული წინასწარმეტყველის ილია თეზბიტელის ხსენების დღეს უამრავი ხალხი იკრიბება აქ, ღამეს ათევენ უნაგირაზე და ლოცვას აღავლენენ ელიას კლდის ძირას.


ისტორია

წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძრის არსებობას, ჯერ კიდევ VI საუკუნეში, არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, თუმცა მისი აგების ზუსტი თარიღი უცნობია. მისი აღდგენა 2006 წელს მოხერხდა.

ერთადერთი წერილობითი ცნობა შემოგვინახა ალექსანდრე დიუმამ, რომელსაც ელიას კლდე უნახავს 1858 წელს კავკასიასა და საქართველოში მოგზაურობის დროს და მოკლე ჩანაწერიც გაუკეთებია: „თამარ მეფის ციხიდან ექვსი ვერსის დაშორებით აღიმართება კიდევ ერთი მთა, რომლის შესახებ გადმოცემა არსებობს. ამ მთას ელიას მთა ჰქვია, ძირს მლაშე ტბა ევლება. შუა მთაში გამოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან მცხოვრებლები. გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისთვის ყორანს საჭმელი მიჰქონდა და რომ მან თავისი წამოსასხამი თავის მოწაფეს ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდან ცაში ამაღლდა" (ა.დიუმა. კავკასია, თბილისი, 1970, გვ. 259_260).

წმინდა ელიას სამლოცველო ბევრჯერ გადაურჩა იმ ქარტეხილებს, რაც კახეთ-ჰერეთსა და, განსაკუთრებით, კამბეჩოვანს დაატყდა თავს. დღეს სამლოცველო მოქმედია და სრულდება წირვა-ლოცვა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მკვიდრს, საპატრიარქოს არქიტექტორ სერგო ქართველიშვილს".

ელიას მთას აქვს ერთი საიდუმლო. ელიის მთიდან არის შესასვლელი გვირაბში, რომლის ერთი ბოლო ხორნაბუჯის ციხეში გადის. ეს გვირაბი შიგ ელიის მთაში შედის და იქიდან გადის სხვადასხვა მხარეს, ხორნაბუჯში არის გვირაბის გამოსასვლელი ადგილი, რაც ამ ფაქტის სინამდვილეს ადასტურებს. როგორც ამბობენ ამ გვირაბიდან გზა რამდენიმე მხარეს გადიოდა, მაგრამ ცნობილია მხოლოდ ერთი, ხორნაბუჯში გამავალი ბოლო. დღესდღეობით ეს გვირაბი ჩამონგრეულია და მხოლოდ შესასვლელია დარჩენილი.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
2 შეფასება
5
Khatuna Chkoidze

ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

Lizi Alborishvili

მაგარი ადგილია

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ელიას მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!