
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ორსაყდრის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის აღმოსავლეთით ორ კილომეტრზე, მდინარე ვერას მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. გამოყენებულია შირიმიც. ეკლესიას ორი თაღოვანი შესასვლელი აქვს: სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედლის ცენტრში (გაუქმებულია). ნახევარწრიულ აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. აფსიდის კედელს, ქვემოთ, ქვის განიერი საფეხური გასდევს. საკურთხევლის იატაკი ეკლესიის იატაკიდან ამაღლებულია ერთი საფეხურით. აფსიდის ორივე მხარეს მცირე ზომის სათავსებია (ჩრდილოეთ სათავსი ამოქოლილია). დარბაზის გრძივი კედლები წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. დასავლეთ კედელთან და აფსიდის მხართან ორსაფეხურიანი კუთხის პილასტრებია. დასავლეთ კედლის ზედა ნაწილში ერთი თაღოვანი სარკმელია, სამხრეთ კედელში — ორი.
ორსაყდრიდან ორმოცდაათიოდე მეტრში მდებარეობს მცირე დარბაზული ეკლესია.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა