
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
კომპლექსი მდებარეობს ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ გომარეთის თემში
კომპლექსს შავსაყდრების კომპლექსი ეწოდება და შედგება სამი ეკლესიისგან, რომელიც ნასოფლარ ეგრისის ტერიტორიაზე მდებარეობს.
წმ.იოანე ნათლისმცემლის ეკლესია დარბაზული ტიპის ეკლესიას, რომელიც X-XI საუკუნეშია აგებული, სამხრეთით, მთელ სიგრძეზე, აქვს მინაშენი. ეკლესია მოგვიანებით XVIII ს-ში განუახლებიათ.
შიდა სივრცე გადახურულია ცილინდრული კამარით.აღმოსავლეთით ნახევარწრიული მოხაზულობის აბსიდაა,დასავლეთით კი საკმაოდ ღრმა ნიშა.ჩრდილოეთის კედელში ორი ნიშაა მოთავსებული.სამხრეთის შესასვლელი არქიტრაულია.ეკლესიას გააჩნია სამი სარკმელი-აღმოსავლეთით,დასავლეთით და სამხრეთით.ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვის კვადრებით.ფასადები დასრულებულია ქვის კარნიზით.
მინაშენი მოგვიანებითაა მიშენებული.შიდა სივრცე აქაც ცილინდრული კამარითაა გადახურული და შემაგრებულია სამი საბჯენი თაღით.მინაშენში დევს ძველი საფლავის ქვები.დასავლეთის ფასადზე ჩასმულია მოყავისფრო ქვის ფილა,რელიფიური ჯვრის გამოსახულებით.
ეკლესიას გააჩნია წარწერა,რომელიც მინაშენის სამხრეთი კედლის ძირად მდებარე ქვაზეა გამოსახული.
ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში იხსენიება ეკლესიის მაშენებელი გიორგი ხუცესი (ლარაძე).
ეკლესიის ირგვლივ სასაფლაო და გალავანია.
გომარეთში მოსახლეობას გაცდებით თუ არა არის გზაჯვარედინის მსგავსი სადაც მარჯვნივ დაბლა, გრუნტიან გზაზე ჩაუხვევთ და მიხვალთ კომპლექსამდე, ერთმანეთთან ახლოს ორი ჩასახვევია, და არამთავარ პირველივე შასახვევში უნდა ჩაუხვიოთ და ჩახვიდეთ ხეობამდე, ორიენტაციისთვის კომპლექსი ელექტროგადმცემ კონტრუქციებთან მდებარეობს



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა