
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ისრითის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითში მდებარეობს. იგი XIX საუკუნის ძეგლია. ნაგებია უხეშად დამუშავებული, სხვადასხვა ზომის ქვებით. ტაძრის კედლების გადაბმის ადგილებში გამოყენებულია, ფასადების წყობასთან შედარებით, უფრო დიდი ზომის, თლილი კვადრები. დარბაზული ნაგებობა აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდბა. აფსიდის ნაწილი, მთავარ დარბაზთან შედარებით, უფრო დაბალია. ტაძარს თაღოვანი სარკმლები აქვს, ერთი სარკმელი დასავლეთის ფასადში, შესასვლელის თავზეა გაჭრილი, ორ-ორი სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებში, ერთი დიდი და ორი მცირე სარკმელია აფსიდში, ერთი მცირე სარკმელი კი - აღმოსავლეთ ფასადში, აფსიდის მაღლა. ეკლესიის ინტერიერი მთლიანად შელესილია. ნაგებობას ორი სწორკუთხა, მარტივი ჩარჩოთი და სადა თაღით გაფორმებული, შესასვლელი აქვს, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ეკლესიის ეზოში დგას სამსართულიანი სამრეკლო. პირველი და მეორე სართული სწორკუთხაა და სარკმლებით ნათდბა. პირელი სართული მეორე სართულთან შედარებით ბევრად განიერია და სამხრეთის მხარეს ბუხარი აქვს. მესამე, ზარებისთვის განკუთვნილი, სართული გეგმაში წრიულია და ყველა მხრიდან თაღებითაა გახსნილი, რომლებიც იატაკის დონიდან იწყება და მარტივი კაპიტელების მქონე რვა სვეტს ეყრდნობა. ამ სართულს რიკულებიანი მოაჯირი აქვს შემოვლებული. მცირე ზომის აივანი აქვს მეორე სართულს. სამრეკლოს გარედან მიდგმული აქვს ხვეული კიბე.







გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა