კაცხის სვეტი ზეცისკენ მიმავალი საფეხურია, ეს არის ადგილი, სადაც გამეფებულ მარადიულ სიწყნარეში  ღმერთის არსებობას იგრძნობთ.

კაცხის სვეტი მდებარეობს ჭიათურის მახლობლად, 13,4 კილომეტრში. ის მიიჩნევა ჭიათურის სიმბოლოდ, რადგან აქ ძირითადად სწორედ და ბუნების შედევრის სანახავად მოდიან. კაცხის სვეტზე არსებულ პაწაწინა მონასტერში ერთადერთი განდეგილი ცხოვრობს, 59 წლის მაქსიმე. მან გადაწყვიტა ცხოვრებისეული მეტამორფოზა განეცადა და ციხიდან განთავისუფლების შემდგომ, აქ დაიწყო ცხოვრება, გარე სამყაროსგან მოშორებით. სამწუხაროდ, კაცხის სვეტზე ქალები არ დაიშვებიან. მისი სიმაღლე დაახლოებით 40 მეტრია. იყო დრო, როდესაც კაცხი კერპთაყვანისმცემლობის მთავარ ადგილს წარმოადგენდა. მოგვიანებით, ის იმ ქრისტიანთა თავშესაფრად იქცა, რომელთაც სურდათ ამქვეყნიურ ცდუნებებს გაქცეოდნენ. ახლა, იმ კლდეზე, რომელზეც  კაცხის სვეტია, შეგიძლიათ იცოცოთ, თუ საჭირო აღჭურვილობა გექნებათ. აქ არის 131 საფეხურიანი კიბე, რომელიც განდეგილს თითქოს ზეცისკენ მიუძღვება. კიბეზე ასვლას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება.

katski pillar

რაც შეეხება ხედებს, ნამდვილად თვალწარმტაცია. აქ შეგიძლიათ დაინახოთ, თუ როგორ უერთდება ხმელეთი ზეცას. კაცხის სვეტთან ასასვლელად პირველ რიგში ჭიათურაში უნდა ჩახვიდეთ. (თბილისში დიდუბიდან ყოველ საათში ერთხელ გადის სამარშრუტო ტაქსი, მგზავრობის საფასური 6 ლარია). დაახლოებით 3 საათი სჭირდება ჭიათურაში ჩასვლას. ხოლო ჭიათურიდან 30 ლარად შეგიძლიათ ტაქსით ახვიდეთ.