
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
კახისის ტბა მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1752 მ-ზე. კახისის ტბა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მონახულებადი ტბაა. სალაშქრო პერიოდი ტბაზე, გაზაფხულის მიწურულიდან ადრეულ შემოდგომამდე გრძელდება.
კახისის ტბას გარშემო ნაძვნარი აკრავს, საპიკნიკე და საბანაკე ადგილები აქ მრავლადაა. შეშის მოპოვებაც არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, რადგან ირგვლივ სულ ტყეა. ტბასთან ახლოს ასევე არის საზაფხულო სოფელი დაბაძველი, სოფელთან არის სასმელი წყალიც. კახისის ტბასთან ახლოს არის კიდევ ორი ტბა, ჩიტოს და წეროს ტბა. ჩიტოს ტბა კახისის ტბიდან დაშორებულია 1კმ-ით, ხოლო წეროს ტბა 2კმ-ით. გზად ტყეში, ზაფხულში მრავლადაა კენკრა, ჟოლო და მაყვალი. ბილიკი ძალიან მარტივია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქ მოხვედრა. დაბაძველიდან უახლოეს სოფლამდე ჭობისხევამდე სამანქანო გზა 8კმ-ია, რომელზეც მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებს შუეძლიათ მოძრაობა. ფეხით ასვლის შემხვევაში, შესაძლებელია სერპანტინების სამოკლეო ბილიკებით შეცვლა და გზის შემოკლება.

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა კახიაის ტბაზე თუა ეკლესია ან რომელ ტბასთან არის კიდევ ეკლესია
გამარჯობა, უშუალოდ ტბის პირას არ არის ეკლესია. სოფელ დაბაძველში არის დაბაძველის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო როგორც ვიცით. სხვა ტბასთან მაგალითად ფარავნის ტბასთან არის მონასტრები. ანანური არის ჟინვალის წყალსაცავთან მაგალითად კიდევ.
კახისის ტბაზე კოტეჯები დგას და მაინტერესებს როგორ შეიძლება დავუკავშირდე მეპატრონეს, ბორჯომის ეროვნული პარკის დაწესებულებაში დავრეკე და არ ეკუთვნის ეგ ეროვნულ პარკს და კერძო არისო და იქნებ ვინმემ მითხრათ. მადლობა დიდი წინასწარ
სალამი, ეს ნომერი შესაძლოა იყოს კოტეჯების ნომერი, თუმცა არ ვარ დარწმუნებული. დაურეკეთ მაინც და ჰკითხეთ. 579777100 კახა.
გზა რამდენად კარგია, შესაძლებელია დაბალ პასატკიანი მანქანით ასვლა?
ვერ ახვალთ დაბალ პასატკიანი მანქანით
მადლობა