ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი - Georgian Museum of Fine Arts

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი

მუზეუმი

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი - კულტურის ცენტრი, რომელიც მდებაორებს ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბანში, რუსთაველის გამზირზე N7.

მუზეუმში გამოფენილია მისი დამფუძნებლების - გია ჯოხთაბერიძის და მანანა შევარდნაძის ოჯახის სურათების კერძო კოლექცია, რომელიც 80-მდე მხატვრის 3500 ხელოვნების ნიმუშს მოიცავს.

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაიხსნა. მუდმივი ექსპოზიციები სამ სართულზე, 31 დარბაზში და 3 კიბის უჯრედშია განთავსებული. მუზეუმში წარმოდგენილია ქართული სახვითი ხელოვნების პერიოდი - 1945 წლიდან დღემდე. კოლექციაში ასევე ნახავთ 1920-იანი წლების რამდენიმე მნიშვნელოვან ნამუშევარს.

საგამოფენო სივრცე 7000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, უნიკალური საცავი კი 6000 კვადრატული მეტრის სურათებს იტევს. მუზეუმი პასუხობს მსოფლიო სტანდარტების შესაბამის ყველა პირობას, როგორც მდგრადობის, ისე ტემპერატურული რეჟიმის და განათების  თვალსაზრისით.  სივრცეს აქვს ასევე 120 კაციანი საკონფერენციო დარბაზი და 300 კვადრატული მეტრის ფართის საექსპოზიციო დარბაზი დროებითი გამოფენებისთვის.
მუზეუმის ფასადზე განთავსებულია არწივის სკულპტურა. ეს არის მუზეუმის სიმბოლო, რომელიც შექმნილია არქეოლოგიური გათხრების  შედეგად დასავლეთ საქართველოში, ვანის ქვაბებში აღმოჩენილი სამი მცირე ზომის არწივის ქანდაკებების მიხედვით. ქანდაკებები ძველი წელთაღრიცხვის II-I საუკუნეებით თარიღდება.
მუზეუმი პოპულარიზაციას გაუწევს  ქართულ თანამედროვე  სახვით ხელოვნებას, დამატებით მოტივაციას შეუქმნის მხატვრებს, შესაძლებლობას მისცემს ხელოვნებათმცოდნეებს ჩაატარონ კვლევები. ეს სივრცე გვსურს იქცეს ახალგაზრდებისთვის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად. მუზეუმში არსებულ კოლექციას პერიოდულად ახალი ნამუშევრები შეემატება და მუდმივი ექსპოზიციის გარდა, დროებითი გამოფენებიც გაიმართება. მუზეუმს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე უცხოელი დამთვალიერებლისთვის, რათა წარმოდგენა შეიქმნას ჩვენი ქვეყნის კულტურაზე.
მუზეუმის სტუმრებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, შექმნილია მუზეუმ კაფე” და მაღაზია, ასევე არტჰაუსის ულტრათანამედროვე კომპლექსი, რომელიც აერთიანებს რესტორნებს, კაფეებს, ლაუნჯს, საცურაო აუზს, ფიტნეს კლუბს  და ქართველი დიზაინერების ბუტიკს. მიწის ქვეშ განთავსებულია სამსართულიანი ავტოფარეხი, რომელიც გათვლილია 155 მანქანაზე.
 
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კარი ღიაა ყველასთვის და მისი მთავარი მიზანია, გააცნოს მსოფლიოს ქართული თანამედროვე ხელოვნება, ცხოვრების სტილი და ის ტრადიციები, რაც ჩვენს ქვეყანას დღემდე ამოძრავებს.  

ლ. გუდიაშვილის 18, 0105, თბილისი
41.697233, 44.799578
+995 591 680 000
info@finearts.ge
finearts.ge
დღეს:
ორშაბათი: დაკეტილია
სამშაბათი: 10:00 - 19:00
ოთხშაბათი: 10:00 - 19:00
ხუთშაბათი: 10:00 - 19:00
პარასკევი: 10:00 - 19:00
შაბათი: 10:00 - 19:00
კვირა: 10:00 - 19:00

იხილეთ ასევე

თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თბილისში, რუსთაველის გამზირზე. აგებულია 1904-1910 წლებში ძველი ეკლესიის ადგილ...

თბილისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი მდებარეობს ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერში, ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ. პუშკინის სკ...

ლაშქრობის მოყვარულთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო გზების ცოდნა და სივრცეში ეფექტურად ორიენტირებაა. პრობლემების თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ...

რიყის პარკი თბილისის გულში მოთავსებული ადგილია, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის. ის სხვა პარკებისგან იმით გამოირჩევა,...

მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მე და ჩემი კლასელები პირველად წავედით “შატალოზე”, და ვესტუმრეთ მეტეხის ქუჩას, როგორც შემდგომ ვუწოდეთ, პატარა პარიზი .მთ...

ნარიყალას ციხესიმაგრე დღეისათვის ყველაზე პოპულარული ადგილია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ თბილისი ნარიყალას გარე...

თბილისის ბოტანიკური ბაღი ყოფილი სამეფო ბაღია, რომელსაც ოფიციალურად უწოდებენ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და წარმოადგენს საუკეთესო ადგილს განტვირ...

ლეღვთახევის ჩანჩქერი — ჩანჩქერი ძველი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში, აბანოთუბანში, ლეღვთახევის ხეობაში. ჩანჩქერის სიმაღლე 22 მეტრია.ჩა...

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორ...

თბილისში უამრავი კვების ობიექტია, რომელიც კომფორტულ გარემოსა და სიმყუდროვესთან ერთად გემრიელ კერძებს გვთავაზობს, თუმცა რეალურად საკმაოდ რთულია მშვიდი ...

ზაფხულის მცხუნვარე დღეებში თუ თბილისში ხარ , მოიწყინე, თავი მარტოსულად იგრძენი, სევდა შემოგაწვა ან უბრალოდ დაიღალე ქალაქის ხმაურით, და გსურს, იპოვო ად...

მახათის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი — თანამედროვე ქართულ-მართლმადიდებლური კათედრალი თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, ვაზისუბა...

თბილისში რამდენიმე ველოსიპედის მაღაზიაა. მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს “ველო სახლი”. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი ველოსიპედის მოყვ...

გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ - ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში, რომელიც დაარსდა 1966 წელს. იგი პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმ...

თბილისის დენდროლოგიური პარკი - 250 ჰექტარ ფართობზე გადაჭიმული დენდროპარკი, სადაც სამასამდე ჯიშის იშვიათი ხე და ბუჩქი ხარობს. მდებაროებს თბილ...

თბილისის ზღვა - იგივე თბილისის წყალსაცავი, სამგორის წყალსაცავი წყალსაცავი ივრის ზეგანზე, ქალაქ თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების — ავ...

თუ ხართ თბილისში და გსურთ ნახოთ ადგილი, რომელიც თქვენი დროის ღირებულია, მაშინ, მე გირჩევდით, რომ აუცილებლად უნდა ესტუმროთ ლისის ტბას. ადამიანთა ნაწილი...

თუ ჩამოხვედით თბილისში ოჯახთან ერთად და გინდათ მთელი დღე გართობასა და საყიდლებზე სიარულში გალიოთ, ისთ ფოინთი გთავაზობთ ამ ყველაფერს ერთ სივრცეში!გართო...

თბილისი მოლი, დედაქალაქის პირველი მასშტაბური სავაჭრო ცენტრი, 2012 წელს გაიხსნა. ობიექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს დღესაც, რაც მრავალფეროვანი არჩევან...

ბეთანია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილ...

ტურიზმის თანამედროვე ტრენდებიდან ერთ-ერთი ასე ჟღერს - „უკან ბუნებისაკენ“. „ასკანელი გარდენი“ სწორედ ამ კონცეფციის რესტორანია, რომელიც ქალაქ გარეთ სიმწ...

იხილეთ ასევე
ფასები
სტანდარტული ბილეთი 15 ₾
პენსიონერები/სტუდენტები/მოსწავლეები 7.5 ₾
6 წლამდე ბავშვები უფასო

კითხვები და პასუხები

Marine Totochava
Marine Totochava

გამარჯობა
თქვენს ბილეთებს აწერია multi entry. მართლა მრავალჯერადი გამოყენების არის თუ რას ნიშნავს ეს წარწერა

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

გამარჯობა, ეს ნიშნავს იმას, რომ დღის განმავლობაში შეგიძლიათ გახვიდეთ მუზეუმიდან და მეორედ შეხვიდეთ. ბილეთი მოქმედია მთელი დღის განმავლობაში.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!