კახისის ტბა მდებარეობს ბორჯომის ხეობასთან ახლოს. აქ შეგიძლიათ ახვიდეთ 4X4 მანქანით, ან ფეხით. ეს ადგილი არ არის ძალიან ცნობილი, ასე რომ თუ გსუთ იპოვოთ წყნარი ადგილი, გიყვართ თევზაობა და ველური ჟოლოთი პირის ჩატკბარუნება, ეს ადგილი ნამდვილად თვენთვისაა შექმნილი. იყო დრო, დაახლოებით 15 წლის წინ, როდესაც ტბა იმდენად სუფთა იყო, რომ მეთევზეებს შეეძლოთ ნავიდანვე დაენახათ წყალში მყოფი თევზები, ან ჩაეყვინთათ სათვალეების გარეშე. ამბობენ, რომ მაშინ კახისის ტბაში იჭერდნენ ისეთ დიდ თევზებს, როგორებიცაა უზარმაზარი კობრა, და 2 კილოიანი მდინარის ხრამულებს. აქ მოდიოდნენ წყლის თოფებით დღეისათვის სიტუაცია შეცვლილია, რადგან ტბა ისეთი კრიალა აღარ არის, თევზების რაოდენობაც შემცირებულია, თუმცა კვლავ შეგიძლიათ ისიამოვნოთ თევზაობით. გარემო განსაკუთრებით მომხიბვლავია მაისსა და ივნისში, როდესაც ტბის გარემო აფეთქებულია ყვავილებით. ტბას აქვს ორი სანაპირო,ერთი მოსახერხებელია კარვების გასაშლელად, მეორე კი - ბებოს გამომცხვარი მარწყვის პუდინგივით ტკბილი და წითელი  ჟოლობით პირის ჩასატკბარუნებლად. ისინი თქვენს დღეს ნამდვილად გაალამაზებენ. ასე რომ კახისის ტბა რელაქსაციისთვის არაჩვეულებრივი ადგილია.



მაქსიმალური სიღრმე ტბის არის 10 მეტრი , გარს კი აკრავს უმშვენიერესი ნაძვნარი, რაც გარემოს მეტ სიმყუდროვეს მატებს. აქ მოსასვლელი გზა რთული სულაც არ არის, ამავე დროს, ხედებია არაჩვეულებრივი, რაც გზას უფრო ამარტივეს. შეშაც ყველგან მოიპოვება, შესაბამისად მარტივად შეგიძლიათ კოცონი დაანთოთ და შემწვარი სოკოებიც მიირთვათ. და რაც ყველაზე მთავარია, აქ იშვიათად თუ შეხვდებით სხვა მოგზაურებს.




 

როგორ მოვხვდეთ აქ ?

როგორ მოვხვდეთ აქ ? კახისი მდებარეობს ბორჯომის ხეობასთან ახლოს, შესაბამისად, შეგიძლიათ ბორჯომიდან ტაქსით წახვიდეთ ჯერ ჭობისკევში, ხოლო აქედან კი იწყება 9 კილომეტრიანი გრუნიტის გზა, რომელიც მიგიყვანთ კახისის ტბასთან.