
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ხევის სიონის ეკლესიის კომპლექსი IX-X საუკუნის ძეგლია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელი სიონის განაპირა ბორცვზე მდებარეობს. კომპლექსის შემადგენლობაში შედის ეკლესია, გალავანი და კოშკი. ტაძარში დასავლეთ კედელზე შემორჩენილია მოხატულობის კვალი. ფასადების მორთულობა ღარიბია. ეკლესიასთან ახლოს, კლდის პირას დგას ოთხსართულიანი სადარაჯო კოშკი. ბორცვიდან მდინარე თერგსია და ყაზბეგის მთების ულამაზესი ხედი იშლება.
სოფელი სიონი შუასაუკუნეებში სტრატეგიული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი დასახლება იყო. სწორედ ამ პერიოდშია აგებული ეს კომპლექსიც. სიონის ციხე-კოშკი კეტავდა დარიალისკენ მიმავალ გზას და ამიტომაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თავდაცვითი ნაგებობა იყო. სოფელში XVIII-XIX საუკუნის სახლებიც არის შემორჩენილი. 1804 წელს რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებული მთიელები სიონის ციხეში იყვნენ გამაგრებული.
ეკლესია გეგმაში სწორკუთხა,
სამნავიანი ბაზილიკაა. ნაგებია თლილი ქვით. ეკლესიას აქვს ორი შესასვლელი, სამხრეთიდან
(ამჟამად ამოქოლილია) და ჩრდილოეთიდან. ნავებს შორის ორ-ორ სწორკუთხა ბურჯზე გადაყვანილი სამ-სამი თაღია. თაღების სიგანე და სიმაღლე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ იზრდება.
შუა
ნავი
გვერდით
ნავებთან
შედარებით
ორჯერ
განიერია.
ნავები
გადახურულია
ცილინდრული
კამარებით. შუა ნავს აღმოსავლეთით
მოკლე
ბემა
და
ღრმა
აფსიდი
აქვს. სარკმლის
ქვემოთ
ქვის
სავარძელია
მაღალი
სასულიერო
პირისთვის.
სავარძლის
გვერდით
მაღალი
მრგვალი
ქვის
სვეტია,
რომელზეც
ქვისავე
ოთხკუთხა
სახატეა
შემოდგმული. შუა ნავის
სამივე
კედელში
თითო
სწორკუთხა
სარკმელია
გაჭრილი.
საკურთხეველს
სამხრეთით
და
ჩრდილოეთით
სწორკუთხა
სადიაკვნე
და
სამკვეთლო
ეკვრის,
რომლებიც
გვერდითა
ნავებს
უერთდება. კანკელი
ექვს
კოლონაზე
დაყრდნობილი
თაღედია
და
საკურთხევლიდან
1 მ-ითაა გამოწეული.
მისი
სვეტები
ქვემოთ
წახნაგოვანია,
ზემოთ
- ცილინდრული;
დასრულებულია
მოჩუქურთმებული
კაპიტელებით.
ეკლესიას
შემოვლებული
აქვს
უსწორმასწორო
მოხაზულობის
თლილი ქვის გალავანი, რომელიც ძირითადად ეკლესიის მცირეფართობიანი ეზოს საყრდენი
კედლის
მოვალეობას
ასრულებს. გალავნის
შესასვლელის
წინ
უფრო
გვიანდელი
ხანის
სამრეკლოს ნანგრევებია. გალავნის
შიგნით
მდებარე
სასაფლაოს
სამხრეთ
ნაწილში
დგას
ქვასვეტი
ასომთავრული
წარწერით,
რომელზეც
გამოსახულია
ღვთისმშობელი
ჩვილით.
კოშკი ეკლესიის ჩრდილოეთით დგას კლდისპირზე. იგი გეგმაში სწორკუთხაა, ზემოთ კი მკვეთრად
ვიწროვდება. ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვებით. კოშკის სართულშუა გადახურვები ჩამონგრეულია.
სოფელ სიონში და სიონის ეკლესიასთან მიდის ასფალტირებული
გზა და მანქანით მისვლა თავისუფლად შეიძლება. ამ მიმართულებით დადის საზოგადოებრივი
ტრანსპორტიც დიდუბის ავტოსადგურიდან.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა