დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
გიორგის ეკლ  გიორგის ეკლ  გიორგის ეკლ

კორტანეთის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

კორტანეთის წმ. გიორგის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთში მდებარეობს. ტაძარი X საუკუნეშია აგებული. ეს გარდამავალი ხანაა ქართულ ხუროთმოძღვრებაში, რომელიც კომპოზიციური ძიებებით ხასიათდება და ეს კორტანეთის ეკლესიაშიც საგრძნობია. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, დასავლეთის მხრიდან ნართექსით. ნართექსი ეკლესიის დარბაზს თაღოვანი გასასვლელით უკავშირდება. მისი ცილინდრული კამარა ეკლესიის კამარისადმი პერპენდიკულარულადაა მიმართული. ნართექსი ცალფერდა, დარბაზი კი ორფერდა სახურავითაა გადახურული. მოედანი, სადაც ტაძარი დგას სპეციალურადაა მოსწორებული. ნაგებობა აღმოსავლეთის ფასადით თითქმის კლდეზეა მიბჯენილი. მის ჩრდილოეთ მხარეს კი ტყით დაფარული დახრილი ფერდია, სადაც ძველი ნასახლარებია შემორჩენილი. ეკლესია ნაგებია დაუმუშავებელი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვებით. ალაგ-ალაგ ჩაყოლებუალია 1 მეტრამდე სიგრძის ქვები, რომლებიც მონუმენტურობას სძენს ფასადებს. ინტერიერი შეთეთრებულია. ძეგლს ეტყობა მოგვიანებით გადაკეთების კვალი. შეიმჩნევა რომ ნაგებობა თავიდან უფრო მაღალი იქნებოდა, ასევე გაგანიერებულია თითქმის ყველა ღიობი და აგურითაა ამოყვანილი. დარბაზის გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრებით ორ ნაწილადაა გაყოფილი. თითოეული საფეხურის შვერილი 27 სმ-ის ტოლია. გარკვეულ სიმაღლეზე პილასტრები წყდება. ეკლესიის ზედა ნაწილი, ცილინდრული კამარით და კონქით, გვიანი აღდგენის შედეგია.


როგორ მივიდეთ

სოფელი კორტანეთი ბორჯომიდან 10 კმ-ით არის დაშორებული. ბორჯომისკენ მიმავალი გზიდან კორტანეთის ხიდს გადახვალთ თუ არა სოფელში აღმოჩნდებით. ეკლესიამდე მიდის გრუნტის გზა, რომელიც ცუდ მდგომარეობაშია. გადაადგილება შესაძლებელია ჯიპით.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე კორტანეთის წმინდა გიორგის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!