დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
კოშკების ღვთისმშობლის ეკლესია კოშკების ღვთისმშობლის ეკლესია კოშკების ღვთისმშობლის ეკლესია კოშკების ღვთისმშობლის ეკლესია კოშკების ღვთისმშობლის ეკლესია კოშკების ღვთისმშობლის ეკლესია კოშკების ღვთისმშობლის ეკლესია კოშკების ღვთისმშობლის ეკლესია კოშკების ღვთისმშობლის ეკლესია კოშკების ღვთისმშობლის ეკლესია

კოშკების ღვთისმშობლის ეკლესიის შესახებ

კოშკების ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკების ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე სკრის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება X საუკუნის მეორე ნახევრით.

ეკლესია დარბაზულია. მოცულობით საშუალო ზომისაა. შიდა კედლები ნაგებია მცირედ დამუშავებული ქვით, კონსტრუქციის ნაწილები და ფასადები — კარგად გათლილი კვადრებით. ეკლესიას გალავნის არსებობის კვალი დასავლეთით ატყვია. სამხრეთითა და დასავლეთით ჰქონია მინაშენები მათი ფრაგმენტები მიწის ფენითაა დაფარული. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს — დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთით. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელია, მის ქვეშ სატრაპეზო ქვა დგას. ქვის ორივე მხარეს თითო ნიშია. კედლები შიგნიდან შემოსილია მცირედ დამუშავებული ქვებით, ხოლო კონსტრუქციული დეტალები როგორიცაა: კამარა, კონქი, პილასტრები, თაღები და კარ-სარკმლების წირთხლები — კარგად თლილი კვადრებით. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა აწეული. ეკლესიის კედლები მოხატული ყოფილა. შემორჩენილია მცირე ფრაგმენტები, რომლებიც შიგნით ნანთები ცეცხლის ბოლს გაუშავებია. მაინც ირჩევა ჯერ კიდევ შარავანდებიანი ფიგურები. ეკლესიის მხატვრობა შენობის თანამედროვე არ უნდა იყოს. ის სავარაუდოდ უფრო გვიანდელი პერიოდისაა. ეკლესიის კედლის თაღები ზოგი მაღალია, ზოგი-დაბალი, ნახევარწრიულიცაა და ოვალურიც. ყველა პილასტრი და აფსიდის კუთხეებიც მთავრედება კაპიტელებით, რომელთა უმრავლესობაც ორნამენტირებულია.

ყველაზე მეტი ყურადღება აღმოსავლეთის ფასადს ეთმობა. სარკმელს ზემოთ აქ მოთავსებულია ორი დიდი ქვა. უშუალოდ სარკმელზე მოთავსებულია ქვა თითქმის კვადრატული ფორმისაა. მასზე გამოსახულია ტოლმკლავა „აყვავებული“ ჯვარი. ქვა მორთულია წვრილი ლილვითა და ორნამენტოვანი არშიით. გამოყენებულია წნულიც. ზედა ფილა მოგრძო სწორკუთხედია. ფილა ძირითადად ორადაა გაყოფილი. მთავარს წარმოადგენს წესიერ ნახევარწრეში მოთავსებული ექვსქიმიანი ვარსკვლავი, წრის გვერდით ნაწილები ორნამენტებითაა შემკული, ზედა ნაწილი კი ასომთავრულ ქარაგმულ წარწერას უჭირავს. ფილის ზედა ნაწილის ცენტრში მცირე ზომის ჯვარია ორ ოვალში ჩამჯდარი. ამ ფილაზე მოთავსებულია ეპიგრაფიკა ისეა განლაგებული, რომ მორთულობის როლსაც ასრულებს. წარწერა ოთხი სტრიქონისაგან შედგება. პირველი ორი სტრიქონს ქვის მთელი სიგრძე უჭირავს, ხოლო ორი დანარჩენი მოთავსებულია ქვემოთ, წრეში, ექვსქიმიანი ვარსკვლავის გვერდებზე. წარწერის შინაარსი დაახლოებით ასეთია: ამ ქვის დამდები არის ლომი, რომელიც იტყობინება: „ესე ქვაი მე ლომან დავსუი ჩემითა ფასითო“. ლომი შესაძლოა იყოს ქტიტორი, მაღალი წოდების წარმომადგენელი, სავარაუდოა ამ კუთხის მფლობელიც.

ამავე, აღმოსავლეთის ფასადის მარცხენა კუთხეში მოცემულია მამაკაცის წელსზედა გამოსახულება ვედრების პოზით. შესაძლოა ეს ქტიტორია. აქვეა ქვა თაღის გამოსახულებით. დასავლეთის ფასადზეც მოჩუქურთმებულია ზედა და ქვედა ნაწილი. აქვეა ლენტოვანი წნული, მარტივი ჯვრები, ცხენის გამოსახულება, ხელის მტევანი მკლავის ნაწილით.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე კოშკების ღვთისმშობლის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!