დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
IMG_3739 IMG_3736 IMG_3738

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის აღმოსავლეთით, კლდეში ნაკვეთ ციხე-ქალაქ უფლისციხის მოპირდაპირე მხარეს, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ძეგლი VII-IX საუკუნეებით თარიღდბა. ანტიკურ ხანაში იგი უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო.


არქიტექტურა

ქვიშაქვის ფრიალო კლდეში გამოკვეთილ ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსში შედის: კლდის სიღრმეში ნაკვეთი ეკლესია, კორიდორები, სადგომები და სამრეკლო.
სამრეკლო კომპლექსის შესასვლელის თავზე დგას. იგი მოგვიანებითაა აშენებული ნატეხი ქვით და
არაწესიერი სწორკუთხედის ფორმა აქვს. ჩრდილოეთ კედელში სამრეკლოს თაღოვანი შესასვლელია, განივ კედლებში კი თითო სწორკუთხა სარკმელი. ნაგებობა დაბალი, გეგმით წრიული ცილინდრული ყელისა და კონუსისმაგვარი სახურავის მქონე გუმბათით სრულდება. გუმბათქვეშა კვადრატი გუმბათის ყელზე ტრომპისმაგვარი კონსტრუქციით გადადის. კამარის კედლებში სამი პატარა ქვევრია ჩასმული.
სამრეკლო ბნელ კორიდორს
უკავშირდება. ეს კორიდორი ძირითადია და მის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელიდან კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიაშია შესაძლებელი მოხვედრა. ძირითადი კორიდორის გარდა გამოქვაბულში კიდევ ორი კორიდორია.
კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიას
აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხეველი დარბაზის იატაკიდან 1 მეტრითაა შემაღლებული და ჩანს, რომ კანკელით ყოფილა გამოყოფილი. იმ ადგილას სადაც კლდის მასივი გახსნილია, საკურთხევლის კონქის ჩრდილოეთ ნაწილში, პატარა სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის კედლები თაღოვანი ნიშებითაა დანაწევრებული. ტაძარს ორი სწორკუთხა კარი აქვს. ერთი, ფართო კარი, რომელიც დარბაზის განათების ძირითადი წყაროა, გაჭრილია ჩრდილოეთ კედლის შუა ნიშში. მეორე კარი კი სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია და მეორე კორიდორში გადის.
დამხმარე სადგომი სწორკუთხაა, ცენტრში პატარა საკურთხევლით.
ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ გამოკვეთილია თითქმის წრიული მოხაზულობის, გუმბათოვანი კამარით გადახურული, ერდოიანი სადგომი. კამარა რთული მოხაზულობისაა და წვერში ოვალური ხვრელობი -ერდო აქვს. სადგომის დასავლეთის ნაწილში ღია კორიდორში გასასვლელი სწორკუთხა კარია.
გამოქვაბულის კედლებზე მოგვიანებით სომხური მოსახლეობის მიერ ამოკვეთილია ჩვიდმეტი ხაჩკარი (ხაჩკარი შუასაუკუნეების სომხური ძეგლი, რომელიც რთულ ორნამენტულ კომპოზიციაში ჩასმული დიდი ჯვრის გამოსახულებას წარმოადგენს. გავრცელებულია მთელ სომხეთში).


როგორ მივიდეთ

ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელის აღმოსავლეთით, სასაფლაოსთან მდებარეობს. გამოქვაბულების კომპლექსამდე მიდის სამანქანო გრუნტის გზა.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #ბუნება #მონასტერი #მღვიმე #გამოქვაბული #ისტორიული ძეგლი #მიწისქვეშეთი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ქვახვრელის გამოქვაბულების კომპლექსი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!