
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ქვათახევის მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი XII-XIII საუკუნეების ძეგლია, ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულები მფარველობდნენ. თემურ ლენგის ლაშქრობისას, 1386 წელს, მონასტერი დაარბიეს და როდესაც ტაძარს შეფარებულმა მონაზვნება და სოფლის მცხოვრებლებმა ქრისტიანობის უარყოფაზე უარი თქვეს, ისინი ერთად გამოკეტეს და ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს. XV საუკუნეში მეფე ალექსანდრე დიდმა ქვათახევის მონასტერი აღადგინა. 1735-1740 წლებში მონასტერი დაიკეტა, აქ დაცული სიწმნიდეები კი მონასტერთან ახლოს, გამოქვაბულში გადამალეს. XVIII საუკუნის ბოლოს ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა და გადამალული განძიც მონასტერს დაუბრუნდა. გადმოცემის თანახმად ეკლესიის საძირკველში ჩატანებულია ღვთისმშობლის სამოსის პატარა ნაწილი (თავად ტაძარიც ღვთისმშობლის სახელობისაა). ასევე მონასტრის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს წმ. იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი. ქვათახევი ძველი ქართული მწიგნობრობის ერთ-ერთი კერაც იყო, დღემდე მოღწეულია მონასტრის ბიბლიოთეკის რამდენიმე ხელნაწერი.
ქვათახევის
სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ნაგებობისგან შედგება, ესენია: ღვთისმშობლის მიძინების
ეკლესია, გალავანი, კოშკი, სატრაპეზო, სამრეკლო და საცხოვრებელი სენაკები.
ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია XII-XIII საუკუნეების ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. იგი
არქიტექტურული თვალსაზრისით ახლოსაა ბეთანიის ეკლესიასთან. ფასადები მოპირკეთებულია
თლილი თეთრი ქვის კვადრებით. შიგა სივრცეს ჯვრის მკლავები და გუმბათი ქმნის. აღმოსავლეთისა
და დასავლეთის მკლავები ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავებთან შედარებით უფრო გრძელია
და კამარებითაა გადახურული. გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. ტაძარი
მოხატული ყოფილა, მაგრამ ხანძარმა მოხატულობა სრულიად გაანადგურა და ამჟამად კედლები
შელესილია. ფასადები უხვადაა დეკორირებული, გუმბათი მთლიანად მდიდრული ჩუქურთმებითაა
შემკული. ეკლესიას ორი კარიბჭიანი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. დასავლეთის
კარიბჭე მოგვიანებითაა მიშენებული, XVII საუკუნის მეორე ნახევარში. ქვათახევის ღვთისმშობლის
მიძინების ეკლესია იმ ძეგლთა ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული
გუმბათოვანი ტაძრის კანონიკური ფორმები.
ქვათახევის მონასტრის გალავნის კედლები სხვადასხვა სიმაღლისაა, რადგან იგი რთულ რელიეფს
მიუყვება. კარიბჭე სამხრეთითაა. დასავლეთითა და სამხრეთით სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებია
განლაგებული. გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ნატეხი ქვით ნაგები სატრაპეზო დგას,
რომელშიც ორი დიდი ბუხარია შემორჩენილი. დასავლეთით XIX საუკუნით დათარიღებული საცხოვრებელი
სენაკებია მიშენებული, რომლებსაც წინ საერთო დერეფანი აქვთ. გალავანში ასევე ჩართულია
ნატეხი ქვით ნაგები, ორსართულიანი კოშკი. ორივე სართული საცხოვრებლად იყო განკუთვნილი.
კოშკი მრავალჯერ გადაუკეთებიათ.
სამრეკლო 1872 წელსაა აგებული. იგი გეგმით ხუთწახნაგა ნაგებობაა, რომელიც ორსაფეხურიან
ცოკოლზე დგას. სამრეკლო ყველა მხარეს გახსნილია სვეტებზე დაყრდნობილი ნახევარწრიული
თაღებით. აქვს ქვის, კონუსური სახურავი.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა