დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად

ქვემო ჭალის ამილახვართა ციხე-დარბაზის კომპლექსი

ქვემო ჭალის ამილახვართა ციხე-დარბაზის კომპლექსი ქვემო ჭალის ამილახვართა ციხე-დარბაზის კომპლექსი ქვემო ჭალის ამილახვართა ციხე-დარბაზის კომპლექსი ქვემო ჭალის ამილახვართა ციხე-დარბაზის კომპლექსი ქვემო ჭალის ამილახვართა ციხე-დარბაზის კომპლექსი ქვემო ჭალის ამილახვართა ციხე-დარბაზის კომპლექსი ქვემო ჭალის ამილახვართა ციხე-დარბაზის კომპლექსი

ქვემო ჭალის ამილახვართა ციხე-დარბაზის კომპლექსის შესახებ

ამილახვართა ციხე-დარბაზის კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალას ტერიტორიაზე.

კომპლექსი მდებარეობს მდინარე ლეხურას შუა წელში. ძეგლი ნაგებობათა ანსამბლია. ანსამბლი შედგება სამი კომპლექსისაგან: მთავარი ციხე-დარბაზი (გალავანი კოშკებით, ეკლესია, კოშკი სამრეკლო, სასახლე), მეორე ციხე დარბაზი (გალავანი კოშკებით, სასახლის ნანგრევები) და ამირინდო ამილახვრის ციხე-დარბაზი. მთავარი ციხე-დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით აბანოცაა. ნაგებობები თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. ნაშენია ძირითადად რიყის ქვით, ინტერიერებში გამოყენებულია აგური და თლილი ქვაც.

ამილახვართა ციხე-დარბაზებსა და მათთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებს არაერთხელ იხსენიებენ XVIII საუკუნის ისტორიკოსები სეხნია ჩხეიძე, ვახუშტი ბაგრატიონი, პაპუნა ორბელიანი და სხვ. XVIII საუკუნეში ხელისუფლების გაძლიერებისა და ტერიტორიების შემატებასთან დაკავშირებით, ქართლის მსხვილ ფეოდალთა ამილახვართა რეზიდენციამ სხვილოდან ბარში, ქვემო ჭალაში გადმოინაცვლა. ამავე საუკუნეში აქ სასახლე და ციხე-სიმაგრე მდგარა. დასტურდება, რომ საუკუნის 40-იან წლებში გივი ამილახვარს ორი ციხე-დარბაზი ჰქონია ქვემო ჭალაში. ციხე-დარბაზებს დიდი როლი ენიჭებოდა ლეკებისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლებში. 1728 წელს

1742 წელს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა სპასალარმა გივი ამილახვარმა (1689-1754 წწ.) ზემო ქართლის ფეოდალთა აჯანყება მოამზადა სპარსელების წანააღმდეგ. ყიზილბაშთა ჯარი იმამყული-ხანის მეთაურობით ქვემო ჭალასთან დაბანაკდა. სხვილოს ციხეში გამაგრებული ქართველთა ჯარი გივი ამილახვრის სარდლობით შეებრძოლა მტერს და უკუაქცია იგი. იმავე წელს სპარსელთა გაერთიანებულმა ჯარმა ფატალი-ხანის და ქერიმ-ხანის მეთაურობით კვლავ გამოილაშქრა ამილახვრის წინააღმდეგ. ბრძოლა მოხდა სხვილოს ციხის ზემოთ, მთებში. კვლავ ქართველებმა გაიმარჯვეს. ყიზილბაშებმა მიატოვეს ბრძოლის ველი და გივი ამილახვრის ციხე-დარბაზებს შეესივნენ. ისინი ჯერ სამთავისისაკენ გაეშურნენ და ქვემო ჭალაში მცირერიცხოვანი გარნიზონი დატოვეს. ამით ისარგებლეს ქართველებმა და თავს დაესხნენ ქვემო ჭალაში გამაგრებულ ყიზილბაშებს. მტერი უბრძოლველად უკუიქცა. XVIII საუკუნის 40-იან წლებში, როდესაც კახეთის მეფე თეიმურაზ II გივი ამილახვრის წინააღმდეგ იბრძოდა, ქვემო ჭალის ორივე ციხე-სიმაგრე, ისე როგორც ამილახვრის სხვა ციხე-სიმაგრეები, იმდენად კარგად ყოფილა გამაგრებული, რომ შეტევის დაწყება მძიმე არტილერიის მოსვლამდე შეფერხებულა. გარეშე მტრების შემოსევებმა ქვემო ჭალის კომპლექსი ძლიერ დააზიანა. XVIII საკუნის 30-იან წლებში აშენებული ნაგებობებიდან მთავარი კომპლექსის ეკლესიის, სამრეკლოსა და აბანოს მეტი აქ აღარაფერი დარჩა. XIX საუკუნის დასაწყისში კომპლექსები ბევრჯერ გადაკეთდა.


თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ქვემო ჭალის ამილახვართა ციხე-დარბაზის კომპლექსი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!