
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მაღლაბზიანთ წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს მცხეთა-თიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე.
ის განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამაროვანი გადახურვა, მთლიანადაა დანგრეული დასავლეთ კედელი და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილი, მონგრეულია აღმოსავლეთ კედლის ზედა ნაწილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში იყო მოწყობილი. აღმოსავლეთით, ნალისებრი ფორმის აფსიდის ღერძზე გარეთკენ ოდნავ შევიწროებული თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ინეტრიერში, აფსიდის სარკმლის თაღზე, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. გარედან აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილია ორსაფეხურიანი ლავგარდნის ნაწილი, რომელიც შედგენილია კედლიდან შვერილი და ერთმანეთისგან თანაბარი მანძილებით დაცილებული ოთხწახნაგა ფორმის მოგრძო ქვებისგან და მათზე ერთ რიგად დალაგებული თხელი ქვებისგან.
ტაძრამდე მისასვლელი სამანქანო გზა არ არსებობს, გზა ადის ერთმანეთის მკვეთი ბილიკებით მთის ფერდისკენ.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა