დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
მანავის ციხე, Castle, church მანავის ციხე, Castle, church მანავის ციხე, Castle, church მანავის ციხე, Castle, church მანავის ციხე, Castle, church მანავის ციხე, Castle, church მანავის ციხე, Castle, church მანავის ციხე მანავის ციხე მანავის ციხე მანავის ციხე მანავის ციხე მანავის ციხე

მანავის ციხის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

მანავის ციხე კომპლექსი — ციხესიმაგრე კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის ახლოს, მაღალ მთაზე. აქ იყო ფეოდალური კახეთის უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი ცენტრი. 

ციხის ძველი სამშენებლო ფენა X-XI საუკუნეებს მიეკუთვნება, ახალი XVI-XVII ს.ს . ციხეს სახელწოდება სოფლიდან გამომდინარე მიუღია. იგი ორი ნაწილისაგან შედგება: შემაღლებულ ადგილზე დგას ციტადელი, რომელსაც აღმოსავლეთით ქვედა ციხე ეკვრის. ციხეს აქვს შიდა გალავანი, შესასვლელი ჩრდილოეთიდან მდებარეობდა. აქვს ოთხი კოშკი, ციხიდან კარგად ჩანს გარემო. ამჟამად ციხის ტერიტორიაზე დგას სამი ეკლესია: ღვთისმშობლის დიდი, პატარა ეკლესია და წმინდა გიორგის ეკლესია.

ციხის კომპლექსი შემავალი ნაგებობებია:

  • შიდა ციხე, ციტადელი - წყალსაცავიანი სასახლე, დიდი ზომის კოშკოვანი სახლის ნანგრევები, მცირე კოშკი, მოზრდილი კოშკოვანი სახლი; ორსართულიანი შენობის ნანგრევები;
  • ეკლესიები - 3 დარბაზული ეკლესია;
  • ქვედა ციხე;
  • წყალსაცავი;
  • გალავანი; 


ისტორია

მანავის ციხე ბოლო საუკუნეებში ფეოდალური კახეთის ერთ-ერთი ცენტრთაგანი იყო. ციხე გამორჩეული იყო თავისი სტრატეგიული მნიშვნელობით. ის აღმართული იყო წამოწეულ მთის იმ წვერზე, რომელიც ბატონობს ამ მხარეზე. ხეობა ორივე მიმართულებით კარგად ჩანს, თითქმის, 10-15 კმ-ზე. ვახუშტი ბატონიშვილი განმარტავს: „ჰერეთის მთის ძირს არს მანავი, სადაც აღაშენა სასახლე იმამ-ყული ხან. მთის ძირად. ძველათ ციხე და აწ შემუსვრილი“. ამ ცნობის მიხედვით უნდა ვიგულისხმოთ, რომ ვახუშტის რუსეთში წასვლის დროს – 1724 წელს, მანავი სრული ცხოვრებით ცხოვრობდა, ხოლო იქვე არსებული ძველი ციხე იყო „შემუსვრილ“.

მემატიანეები რამდენიმე ცნობას გვაწვდიან XVIII საუკუნის პირველი ორი ათეული წლების ფარგლებში, მაგრამ არაა ცნობილი, თუ რა ხდებოდა მანამდე ან შემდეგ. XVIII საუკუნის დასაწყისიდან კახეთის მეფე დავით II-ს (იმამ-ყული ხანს) მანავი რეზიდენციად გაუხდია და იგი აქედან მართავდა ქვეყანას. ეტყობა, ადრე იქ მდგარი ნაგებობები საკმარისი არ ყოფილა და იგი აგებს სასახლეს. მემატიანე წერს, რომ ლეკთა მოძალების გამო აღარ იდგომებოდა ყარაღაჯში და „დაუტევა იმამ-ყული სსხან ყარაღაჯი და ჰყო სასახლე თვისი თელავს და მანავს და იმყოფებოდა ზამთარს მუნ“. ამ დროს მანავი რომ ცენტრი იყო, იქიდანაც ჩანს, რომ მეფე თეიმურაზ II-მ 1712 წელს აქ იქორწინა და აქვე იმყოფებოდა მომდევნო წლებშიც (მემატიანე).

ციხეზე ამის შემდეგ არაფერი ისმის. მოგვიანებით გვაქვს გიულდენშტედტის ცნობა, რომელმავც აქ გაიარა 1772 წელს. საგარეჯოდან გასვლის შემდეგ იგი შედის მანავში და წერს: „ეს სოფელი თითქმის განადგურებულია; გადარჩენილ მოსახლეთაგან მცირე ნაწილმა შეაფარა თავი ოდნავ ჩრდილოეთით ვიწრო გალავანს ციცაბო მაღლობზე“, – ეს არის ბოლო ისტორიული წყარო, რომელიც წინა საუკუნეებში მანავის ციხეს მოიხსენიებს.

თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი #ციხე #თავდაცვითი ნაგებობა

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მანავის ციხე

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!