დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია მატნის ახალი ხატის ეკლესია

მატნის ახალი ხატის ეკლესიის შესახებ

ახალი ხატი — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ მატნის დასავლეთით 1,5-2 კილომეტრზე, ფერდობზე. განეკუთვნება XVI-XVII საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით - ტლანქად. გარედან ნაკრები ბათქაშითაა დაფარული. მოგვიანებით ეკლესია შეუთეთრებიათ. მნიშვნელოვნად გაუგანიერებიათ შესასვლელი, ხოლო კამარის გასამაგრებლად გრძივი კედლების აღმოსავლეთ კიდეში აუგიათ თითო სწორკუთხა ბურჯი, რომლებზეც საბჯენი თაღია გადაყვანილი. შეკეთების დროს ნახმარია აგური. ძეგლი ძლიერ არის დაზიანებული. ჩამოშლილია კრამიტის საბურავი და ფასადებზე წყობის უმეტესი ნაწილი. დაბზარულია საკურთხევლის კედლები და კამარა. ჩამოშლის პირასაა კამარის გასამაგრებელი საბჯენი თაღი. ეკლესიაში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა.

ეკლესია XVI-XVII საუკუნეებში მოუხატავთ. მხატვრობის ფრაგმენტები შემორჩენილია კონქში, დარბაზის გრძივ და დასავლეთ კედლებზე. კონქში ვედრების კომპოზიციის ფრაგმენტებია. ცენტრში გამოსახულია ქრისტე, რომელიც მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მკერდთან სახარება აქვს მიტანილი. კონქის ჩრდილოეთ ნაწილში, ყვითელი ყვავილების ფონზე, ღვთისმშობელი და ექვსფრთედია გამოსახული.

მოხატულების მეორე რეგისტრში, სარკმლის ჩრდილოეთით, ასომთავრული წარწერის მიხედვით, იოანე ოქროპირია გამოსახული. სარკმლის სამხრეთით ეკლესიის ორი მამის გამოსახულებათა ფრაგმენტებია. სარკმლის ქვემოთ, მოწითალო-ყავისფერი ხაზით შემოსაზღვრულ მონაკვეთებზე ქრისტე ევმანოელის წელზედა გამოსახულებაა. მას მკერდთან გადაჯვარედინებული ხელების მტევნები მხრებს ზემოთ აქვს გაშლილი. საკურთხეველში, სარკმელსა და ჩრდილოეთ ნიშს შორის, შავი საღებავით შესრულებული მხედრული წარწერა თითქმის მთლიანად ჩამორეცხილია. იკითხება მხოლოდ რამდენიმე ასო. სარკმლის წირთხლებზე მცენარეული ორნამენტია. დარბაზის გრძივი კედლების ქვედა ნაწილში, ყვითელ ფონზე, რომელიც მოწითალო-ყავისფერი წერტილებითაა დაფარული, ქტიტორთა გამოსახულებებია. ყველა ფიგურა ფრონტალურადაა წარმოდგენილი, მარჯვენა ხელი მკერდთან აქვთ მიტანილი, იდაყვში ოდნავ მოხრილი მარცხენა ხელი - ჩამოშვებული. სამხრეთ კედლის დასავლეთ და სამხრეთ მონაკვეთზე გამოსახულ ფიგურებს მარჯვენა ხელში ფიალა უჭირავთ. დასავლეთ კედელზე გამოსახულ ერთმანეთის გვერდით მდგომ სამ ფიგურას, რომელთა მხრები ერთმანეთს ეხება, ასომთავრული წარწერა ახლავს: “ძმანი ე. . .“. დასავლეთ კედლის ზედა რეგისტრში, ყვავილების ფონზე, შემორჩენილია ტახტზე მჯდომი დიდი ფიგურის (ქრისტე - მღვდელმთავარი) ტერფები და სხეულის ნაწილი. მხატვრობა ხალხურ ნაკადს მიეკუთვნება. მხატვრობის კოლორიტი ნათელია. გამოყენებულია ყვითელი, მოწითალო-ყავისფერი, მოცისფრო-ნაცრისფერი და თეთრი ფერები. ეკლესიის ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას. კედლები დასრულებული იყო თაროსებრი ლავგარდნით, რომელიც მხოლოდ გრძივ ფასადებს შემორჩა. ეკლესიის მახლობლად შემორჩენილია რიყისა და ნატეხი ქვით ნაშენი კვადრატული ნაგებობების ნანგრევები.

ეკლესია უმძიმეს დგეშია და ძალიან მალე დაინგრევა, თუ სასწრაფოდ არ დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ კახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე მატნის ახალი ხატის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!